წითელი ჭირი – პაციენტი N4067 დღიური თვითიზოლაციიდან – ნაწილი 2


ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო

დავით გურამიშვილი
დ. გურამიშვილი – ვაი რა კარგი საჩინო – ღვთისმშობლის დარიტება- გალობს – ნაირა ნაჩხატაშვილი, ტექსტს კითხულობს მერაბ ჭიქაშვილი

წითელ პარასკევს ვირუსებზეც მოვყვეთ, რანი არიან, როდის და რამდენის სიცოცხლე იმსხვერპლეს. მივყვეთ არითმეტიკულად. ქრონოლოგიას სჯობს.

  • 🦠 SARS – 770 (2002-2003)
  • 🦠 MERS – 850 (2012 – მიმდინარე)
  • 🦠 EBOLA – 11.3 ათასი (2014-2016)
  • 🦠 COVID-19 – 2 074 529 ინფიცირებული – 139 378 გარდაცვლილი (2019 – მიმდინარე)
  • 🦠 ყვითელი ცხელება – 100 -150 ათასი – გვიანი 1800ანები
  • 🦠 ღორის გრიპი – 200 ათასი (2009 – 2010 )
  • 🦠 მე-18 საუკუნის დიდი ჭირი – 600 ათასი (1700)
  • 🦠 იაპონური ყვავილის ეპიდემია – 1 მილიონი (735-737)
  • 🦠 ქოლერას მე-6 აფეთქება – 1 მილიონი (1817-1923)
  • 🦠 ჰონგ – კონგური გრიპი – 1 მილიონი (1889-1890)
  • 🦠 რუსული გრიპი – 1 მილიონი (1889 – 1890)
  • 🦠 აზიური გრიპი – 1.1 მილიონი (1957-1958)
  • 🦠 მე 17 საუკუნის დიდი ჭირი – 3 მილიონი (1600)
  • 🦠 ანტონინეს ჭირი – 5 მილიონი (165-180)
  • 🦠 მესამე ჭირი – 12 მილიონი (1855)
  • 🦠 აივ/შიდსი – 25/35 მილიონი (1981 – მიმდინარე)
  • 🦠 იუსტინიანეს ჭირი – 30/50 მილიონი (541 -542)
  • 🦠 ესპანური გრიპი – 40/50 მილიონი (1918-1919)
  • 🦠 წითელა – 56 მილიონი (1520 – მიმდინარე)
  • 🦠 შავი სიკვდილი / ბუბონიკის ჭირი – 200 მილიონი (1347-1351)
  • 🦠 რელიგია – აღრიცხვიანობა არ იწარმოება ( დასაბამიდან – მიმდინარე)
  • 🦠 ფაშიზმი – / ყავისფერი ჭირი აღრიცხვიანობა არ იწარმოება (1915 – 1945)
  • 🦠 კომუნიზმი / წითელი ჭირი – აღრიცხვიანობა არ იწარმოება (1917 – მიმდინარე)

მე პაციენტი 4067 ვარ, შვიდი წლის წინ აივ/შიდსის დიაგნოზი დამისვეს. მიმდინარე კომენდანტის, მორწმუნე კომუნისტი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძისთვის, უბრალოდ შიდსიანი ავადმყოფი N4067. ეგ მიმართვა შეჩვეული ჭირიაო, როგორც საპენსიო ასაკს კარგა ხანს გადაცილებული ენჯეოშნიკი ფუნქციონერები მამშვიდებენ. ბოდიშებიც არ უყვარსო. მაშ.

ანტირეტროვირუსული მედიკამენტების დახმარებით ერთ წელიწადში ვირუსი მივაძინე, როგორც მედიკოსები ამბობენ არაგანსაზღვრად მდგომარეობაში გადავიყვანე, რაც იმას ნიშნავს რომ დღეში ორი აბი მედიკამენტის დახმარებით არ ვარ ვირუსის გადამტანი და თავადაც წამლის გვერდითი ეფექტების გარდა, რისი მართვაც შ.პ.ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სპეციალისტებს არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე ასევე უჭირთ, არ ვუჩივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გართულებებს. ვუჩივი კორუფციას საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, წითელ ჭირს კომუნიზმს, ადამიანთა ცნობიერებაში და რელიგიას. მორწმუნე ინფექციონისტებსაც.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, რომელიც გახარიად მოიხსენიებს თავს მორიგი ბრიფინგისას კაშპიროვსკის (ეგ რუსებს ჟამიანობისას გაუცოცხლებიათ, აგერ თუ არ გჯერათ) სეანსებს უფრო ჰგავს ვიდრე სახელმწიფო მოხელეთა ანგარიშს მოსახლეობისადმი, ამაყად განგვიცხადა საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოაო. ტრაგედიაა, პრემიერ მინისტრმა ისიც არ იცის რა კონსტიტუციური მოწყობის ქვეყანას მართავს. საქართველო სეკულარული სახელმწიფოა – ჯერ.

გასამხედროებული დაჯგუფება მხედრიონის ყოფილმა წევრმა, 92 წელს კომენდანტ ლანჩავას მოადგილემ, ამჟამად ეპისკოპოსმა იაკობ ბიჩიკაშვილმა ოდნავ შეზარხოშებულმა განაცხადა, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე “ტონს არ იცავენ” მოსახლეობის გაფრთხილებისთვის ბოდიში უნდა მოიხადონო.

ეგენი ისეთები არიან მოიხდიან მაგაზეც ბოდიშს. გაგონილა, ინფექციონისტებმა ის თქვან ჯოგად თუ შეჯგუფდებით და საზიარო კოვზს გატლიკავთ, დაინფიცირდებით და ერთ კვირაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ადგილიც არ ექნება საავადმყოფოებში, რომ მოგვადგებით. კუბოებს ვერ დაითვლით იტალია მონაგონი იქნებაო. 256 ინფექციონისტის მიერ მხოლოდ 856 პაციენტის მართვა შეუძლია ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. ეგა ვართ, რაცა ვართ.

ჯანდაცვის მინისტრი კვლევის პასუხს ელოდება, არის თუ არა ზიარების საზიარო კოვზი ინფექციის გადატანის წყარო. არ იცის.

საპატრიარქოში დააზუსტეს საყოველთაო შეზღუდვები გადაადგილებაზე მღვდლებზე და მათ მსახურებზე არ ვრცელდებაო. მრევლის საკითხზეც ვმუშაობთო.

ვირუსებისთვის ყველანი თანასწორნი ვართ. ისინი არ ცნობენ მდიდრებსა და ღარიბებს. გეებსა და ჰეტეროსექსუალებს. მორწმუნეებსა და ურწმუნოებს. მათთვის ყველანი ერთნი ვართ.

დროება

და არც ეკლესიის საჭეთმპყრობლის სკიპტრაა მათთვის დაბრკოლება. კი კი , არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სკიპტრას დაგიდებენ რამედ. აგერ არც ისე შორეულ წარსულში 1921 წლის 11 ივნისს საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ლეონიდე, იმჟამად მიმდინარე ქოლერის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ისიც ისეთივე შარა გზის ყაჩაღი იყო როგორც დღევანდელი ანაფორაში გადაცმული ტერორისტები. ჩემი თუ არ გჯერათ იმ დროინდელ პრესას გადახედეთ. რომელიც იმას მაინც ბედავდა ემხილებინა ეკლესიაში მოკალათებული ავაზაკები.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე

ლეონარდრო და ვინჩის ცნობილი შედევრის საიდუმლო სერობის ორი ვერსია არსებობს

Da Vinci’s Last Supper (c.1495) 

კიდევ არსებობს ეს ვერსიაც, ესპანელი რეჟისორის ლუის ბუნუელის, ფილმის ვირიდიანა, სადაც ღარიბები ქილიკობენ რელიგიური სიმბოლიზმით.

The notorious Last Supper sequence in Luis Buñuel’s VIRIDIANA.  Credit: Janus Films.  Playing 4/24 – 4/30.

ნუ წახვალთ, კარგი ფილმია ნახეთ.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი