10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა!

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა!


მსოფლიო 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1992 წლის შემდგომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყურადღების გასამახვილებლად გაეროს მიერ დაარსდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა ხილვადობის გაზრდისა და მათი  ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა გაერთიანება “მოძრაობა ცვლილებებისთვის”, წელს ორგანიზებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს.

კვირეულის ფარგლებში 6 ოქტომბერს წიგნის სახლ ლიგამუსში დისკუსია გაიმართა, საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობის არსებულ  გამოწვევებთან დაკავშირებით.  ღონისძიებას ესწრებოდნენ, მშობელთა გაერთიანების, არასამთავრობო სექტორის , საქართველოს სახალხო დამცველის, პრემიერ მინისტრის  წარმომადგენლები , ასევე სოც მუშაკთა ასოციაციისა და საქართველოში მოქმედი ფსიაქიატრიული გაერთიანებებისა და ფსიქიატრთა კავშირების წარმომადგენლები.

წლევანდელი წლის სლოგანი : “დაინახე, დამინახე, მაღიარე”  გახლავთ რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს გავიზროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე  ადამიანთა წინაშე არსებული სირთულეები, აღვიქვათ ისინი საზოგადოების სრულფასოვან და თანასწორუფლებიან წევრებად, ვუზრუნველვყოთ მათი ღირსეულ გარემოში ცხოვრება.

10 ოქტომბერს, 12 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტიდან ასათიანის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება , სადაც წარსულში ფსიქიატრიული კლინიკა მდებარეობდა. ასათიანის ქუჩის დასახელება , ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმის გამო, დღემდე ხშირ შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტით მოიხსენიება.  მსვლელობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.  მოძრაობის წევრები პარა ორკესტრთან ერთად სპეციალურად ამ დღისადმი მომზადებულ სტრიტ არტს გახსნიან.

 ჩვენ ერთ მზეს ვუმზერთ!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი