ცენტრალიზებული ინფექციური საავადმყოფოები კომუნისტური რეჟიმის გადმონაშთია


ინფექციური საავადმყოფო კვლავ განაგრძობს მანიპულაციას.

კლინიკა რომელიც დაფინანსების კუთხით საქართველოში არსებული კლინიკების ტოპ ათეულშია ერთ ერთი ყველაზე წამგებიანი სახელმწიფო შ.პ.ს -ა. რაც მის არაეფექტურ მენეჯმენტზე მეტყველებს.

გასულ წელს ერთი მილიონი დოლარი დაიხარჯა შიდსის ცენტრის და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ავტოპარკის განახლებაში. რომელიც პირადი მოხმარების მანქანებია.

პანდემიის გამო ჩაკეტილ ქალაქებშიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების მიწოდებაც კი არ უზრუნველყვეს და მძიმედ სტიგმატიზირებული ადამიანები აიძულეს მათი აივ სტატუსი გაემხილათ.

ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა. ყოველი მისვლა გაუსაძლისი ბულინგის და დამცირების ტოლფასია.

როდესაც გასულ წელს პაციენტთა თემი ღიად ვსაუბრობდი ცენტრში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე იქ არსებულ ვირთხებზე, გაუსაძლის ანტისანიტარიასა და არაჰუმანურ კოლექტივზე.

ვრცელი პანფლეტებით, კრიმინალური ჯგუფების მოქცევით, რეპუტაციის შელახვით, მათ შორის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის იარლიყის მოკერებით ცდილობდა ამხანაგი თენგიზ ცერცვაძე პაციენტთა თემის მოთხოვნის იგნორირებას და ჩემს გაჩუმებას.

ინფექციური საავადმყოფო პრობლემას გარეთ ეძებს. როდესაც ღრმად შიგა პრობლემები აქვთ.

კორუფცია ყველაზე საგანგაშო მათგანია. გლობალური ფონდის მრავალმილიონიანი დაფინანსება რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გავლით შიდსის ცენტრის, დამლაგებლების სანიტრების ლაბორანტების მიერ დაფუძნებული სატელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები განკარგავენ პაციენტებამდე არ აღწევს.

პროგრამის მიღებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ითანამშრომლო ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ცენტრთან. აღნიშნულ ორგანიზაციებში სერვისების გაცემის ნაცვლად ქაღალდები ივსება.

პაციენტთა კონფიდენციალური ინფორმაცია ყველა მათგანისთვის ღიაა და დოკუმენტების ფალსიფიცირებით ქმნიან ილუზიას. ამ გზით ქვეყანაში გვყავს შიდსის სერვისებით გამდიდრებული ადამიანები. თენგიზ ცერცვაძე არ არის ერთადერთი მათგანი.

არც ერთი ფსიქოლოგი სოც მუშაკი თუ თერაპევტი რომლებიც ამ გაურკვეველ ორგანიზაციებში მუშაობენ არ არიან პროფესიით ფსიქოლოგები სოც მუშაკები ისინი თაღლითები არიან. აზიანებენ მათთან ექიმების რეკომენდაციით შემთხვევით მოხვედრილ პაციენტებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური შიდსის ცენტრის ლაბორანტის იზოლეტა ბოდოკიას არასამთავრობო ორგანიზაცია “შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი” ა

თენგიზ ცერცვაძე ამირან გამყრელიძე და პატრიარქის კარდიოლოგი ექიმი ცისანა წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაცია “შიდსის ასოციაცია”ს აღნიშნული ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს თუმცა მას მსხვილი დონორული დაფინანსება აქვს.

ცენტრალიზებული ინფექციური საავადმყოფოები. ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების გადმონაშთია.

კომიკურია ფაქტი როდესაც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში იტალიაში არსებული ინფექციური კლინიკა “„Lazzaro Spallanzani“ მოხსენიებულია როგორც წამყვანი დაწესებულება, ის მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დროსაა აშენებული და ამჟამად სამედიცინო რარიტეტს წარმოადგენს.

ჩინეთში უჰანის პროვინციაში ეპიდემიური მდგომარეობის დარეგულირებისთანავე საზეიმოდ დაშალეს ორ კვირაში აშენებული დიდი ზომის ინფექციური კლინიკა.

თენგიზ ცერცვაძემ და მისმა კლანმა შიდსის სავალალო სტატისტიკის გადასაფარად და გლობალური სამიზნეების მიღწევის შესალამაზებლად გააყალბა სტატისტიკური მონაცემები.

მაისში ქვეყნის ეპიდ მდგომარეობა შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემებით ამგვარი იყო:

აივ ინფიცირებულთა სავარაუდო 9 400 შემთხვევა

გამოვლენილი 5 480 ადამიანი

მკურნალობაზე მყოფი 4 597 ადამიანი

დღეს ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

აივ ინფიცირებულთა სავარაუდო 10 500 შემთხვევა

გამოვლენილი 8 376 ადამიანი

მკურნალობაზე მყოფი 5 220 ადამიანი

გაურკვეველი მოცემულობებია გარკვეული მიზნებით.

პრინციპი “ათასჯერ ნათქვამი ტყუილი სიმართლე ხდება” ინფექციური საავადმყოფოს მიერ აქტიურად გამოიყენება. ის არ წარმოადგენს სანდო წყაროს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი