ფსიქოლოგზე


როდესაც გავიგე რომ აივ ინფიცირებული ვიყავი, პირველი ფსიქოლოგის სერვისი მოვითხოვე. მივმართე არასამთავრობო ორგანიზაცია თანადგომას. სადაც რამდენიმე ადამიანს მინიმუმ პატივს ვცემდი და მეიმედებოდა მათი მხარდაჭერა.

ტყუილად! ფსიქოლოგთან კონსულტირება ერთი თვის შემდეგ ჩამინიშნეს. არ ეცალათ. ზოგადად მხოლოდ პირადი სარგებლისთვის ცალიათ მსგავს ჰომოფობიურ კანტორებში არასამთავრობოებს რომ ეძახიან თავს, ბენეფიციარებს ადამიანებადაც არ თვლიან, მათთვის მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტი ხარ, დონორებთან წარსადგენი 5000 ლარიანი ხელფასის გასამყარებელი ქსივა.

თანადგომის დირექტორი ნინჩო წერეთელი რომელიც წლებია გეი/მსმ თემზე მუშაობს და აივ ინფიცირებულ ადამიანებზე კვლევებს წერს, შიდსის ცენტრის ვირთხებით სავსე ბოქსებში არ იყო ნამყოფი. როდესაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ავიყვანე იმას წუხდა სუნია დროზე გავიდეთო.

მის დაწერილ გაიდლაინებში მრავალ ჰომოფობიურ ტერმინს შევხვდებით, თვალით არ გვინახავს არც ერთ აქციაზე სადაც ფრჩხილის გაკაწვრის საშიშროება იდგა. ასეთები მხოლოდ მდიდრდებიან გეების ჩაგვრაზე. მათი სახელი კი ლეგიონია.

მენტალური ჯანმრთელობა

შემდეგ მოვხვდი შ.პ.ს შიდსის ცენტრის მოქმედი ლაბორანტის იზოლეტა ბოდოკიას “შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში”. (ორგანიზაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფინანსებს, ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი) ფსიქოლოგი რად გინდაო, ყავა მოათუხთუხეს, მიმკითხავეს. ბედი გაგეხსნება ცოლს მოიყვანო. საცოლეც შემირჩიეს. შიდსიანი უნდა მოიყვანოო.

ამ ორგანიზაციის ბენეფიციარებს იზას შიდსიანებს ეძახიან მოფერებით. ზოგს არ ეთაკილება ეგ იარლიყო. აქ ფსიქოლოგებად აივ დისიდენტები ყავთ დასაქმებული ადამიანები ვინც წამლებს თავად არ სვამენ.

ეს კანტორები რომ ფუნქციონირებდეს ყოველწლიურად 6 მილიონი იხარჯება .

ფსიქოლოგი არ არი, ვერ ჩამოიტანენ.

კი მიფიქრია თვითმკვლელობაზეც, ამდენი უვიცის და შიდსის სერვისებით გამდიდრებულის დამსახურებით!

ფსიქოლოგთან/ფსიქოთერაპევტთან/ ფსიქიატრთან ვიზიტი არ ტეხავს!

მენტალური ჯანმრთელობა, ჯანმრთელობაა! ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია ფსიქიკური ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. მღვდელი და მკითხავი ვერ დაგეხმარებათ ასეთ დროს. ვერც მეგობარი, თუ არ აქვს ცოდნა.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი