სიმართლე შიდსის ეპიდემიის შესახებ საბჭოთა კავშირში – “წითელი ჭირი” – პაციენტი N4067 დღიური თვითიზოლაციიდან – ნაწილი 3


სახელმწიფოს მმართველები ფილოსოფოსები უნდა იყვნენ, რადგან მხოლოდ მათ. აქვთ ცოდნა, ზოგადად, იდეებისა და, კერძოდ, სიკეთის იდეის შესახებ.

პლატონი

ფილოსოფოსებიო, ინფექციონისტებზე არაფერი უთქვამთ. ხოდა ახლა, როცა კომუნისტი ინფექციონისტების დიქტატურა დამყარდა, კომუნისტივე პატრიარქის მიერ დაინფიცირებული მრევლის გამო, რომელიც ამავე ინფექციონისტებმა წაახალისეს და თითიც ისევ ფანატიკოს მორწმუნეებზე გაიშვირეს, ახლა ჩვენს შორის რუსული წარმოების ბიოლოგიური იარაღივით რომ მოძრაობენ და გეომეტრიული პროგრესიით გვაინფიცირებენ. ეს ხალხი, კარანტინშიც არავის გადაუყვანია და არც პასუხისმგებლობა აუღია მათზე ვინმეს. მეტიც საეჭვო სამედიცინო განათლების მქონე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარგარეტ ეტვუდის უტოპიის “მხევლის წიგნი”ს პერსონაჟ დეიდა ლიდიას რომ ჩამოგავს, წარბშეუხრელად გვიმტკიცებს, ეკლესიის კლასტერი არ იქნებაო. ალბათ მამა შალვა კეკელიას ლოცვითა და მადლით. სხვა რა აძლევს ამის საფუძველს ინფექციონისტს, რთული გასაგებია. მეცნიერება და საღი აზრი უძლურია ეგეთებთან.

ხოდა ასე, გამოგვკეტეს სახლებში. ის ანეგდოტი ხომ გახსოვთ, ბავშვობის დროინდელი.

-შედი ქალო ბუტკაშიო.

-არ ვარ იმნაირიო

-აფეთქებაა, რანაირიც გინდა იყავი, შედი ბუტკაშიო.

ხოდა ვართ , “ბუტკაში”. გადაადგილება შეგვიზღუდეს. სლოგანი “დარჩი სახლში” დიდხანს იქნება აქტუალურიო. მხოლოდ მღვდლები და პარტ აქტივი მოძრაობს თავისუფლად მანქანებით. ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის სტილისტიც მუხლჩაუხრელად შრომობს. მე და დათო აქუბარდია კი დავდივართ გასაკრეჭები.

B – B იც გამოჩნდა, Tik Tok ზე. სანაძლეო წავაგე მეგობართან, მანდ MIHA-ს გამოჩენას ველოდი.

bera_nanuka

საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც დღემდე ეფექტურად მუშაობს მასების სამართავად, არ გამოდგა დრაკონული მეთოდების გარეშე ისეთივე ეფექტური, როგორც იმ ძველ “კარგ დროს”. ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ინფექციონისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს მძიმე გვერდითი ეფექტების მქონე მედიკამენტებით ფრიად საეჭვო პროტოკოლით მკურნალობა. რომელიც მნიშვნელოვნად გადაიხედა განვითარებულ სამყაროში. ბოღმითა და შურით სავსე “სიმართლემ” ამჯერად covid-19 ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ იხუვლა შ.პ.ს. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე. ეს კაცი, თენგიზ ცერცვაძე უინსტონ სმითს ჩამოგავს ჯორჯ ორუელის “1984” დან, ეგეც “სიმართლის სამინისტრო” ში მუშაობს იქ, წიგნში.

დოკუმენტური ფილმი პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს. რელიგიური პროპაგანდის.

1984 – მნიშვნელოვანი თარიღია. მსოფლიოში ახალი ეპიდემია მძვინვარებს, დაავადება ძირითადად ვრცელდება ჰომოსექსუალ მამაკაცებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებში. G.R.I.D (Gay Related Immune Defiance) გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტი, Gay Cancer – გეების კიბო. ეს დაავადების სამეცნიერო დასახელებებია. ტერმინი HIV/AIDS აივ/შიდსი ექიმ ენტონი ფაუჩის აქტიური ლობირებით 1987 წელს დამკვიდრდა.

ექიმი ენტონი ფაუჩი

1984 წელს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა საქართველოში, თბილისში ექიმი თენგიზ ცერცვაძე გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის კვლევით ცენტრს ხსნის. ამჟამად შ.პ.ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის სახელით ფუნქციონირებს, ეგზოტიკური საბჭოთა მედიცინის ეს გულაგი. 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღეს, ყოველწლიურად ბენეფისებს რომ იწყობს , სადაც წლების განმავლობაში სიტყვა არ თქმულა აივ დადებითი ადამიანების გამოწვევებზე. არც იმაზე დავწვრილმანდები შიდსთან ბრძოლის დღეს გამართულ პომპეზურ მიღებებზე სიტყვაც რომ არ უთქვამს აივ დადებით ადამიანს. “ალა ფურშეტზეც” თუ დაგვიძახეს ეგეც ხეირია. ბონუსად ტვინსაც გამოგირეცხავენ წლების განმავლობაში სლაიდებსაც რომ არ ცვლიან ისეთი უშინაარსო პრეზენტაციებით. ეგღა აკლიათ “შიდსიან ავადმყოფებს” ტრიბუნა გაუზიარონ. აქტიურად გვიყვება ხოლმე ანეგტოტად, როგორ დაარწმუნა საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრი “გომიკებში”მიმდინარე ეპიდემიაზე სასწრაფო ზომები მიეღოთ.

კომუნისტი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე

აი წამოცდა კიდეც –

“ალყაში მოაქცევდა და ხვალ დამთავრდა. აღარ იყვნენ ის ადამიანები – მაგალითად შიდსი”

თენგიზ ცერცვაძე

არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა

იოსებ სტალინი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ლენინს უფრო ხშირად ციტირებს.

1933 წლიდან იოსებ სტალინის მითითებით საბჭოთა კავშირის სისხლის სამმართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა – ჰომოსექსუალობა (მამათმავლობა), “ტროცკისტების” და “იმპერიალისტთა აგენტების” მსგავსად 5 წლიანი პატიმრობით ისჯებოდა, გულაგებში. დღევანდელ ენაზე რომ მოვთარგმნოთ “სოროსის აგენტობა” და “ჟიდომასონობა”. იგივე ხალხია, მტრის ხატი შეცვალეს, ზოგიერთი ამერიკის დროშის ფონზეც გვიკითხავს ლექციებს, დარჩით სახლშიო. ზოგიც ამაყობს ამერიკის თავდაცვის მინისტრი ჩემი ძმაკაცი იყო, მაგიტო ვერაფერი მიქენითო.

ნარკოტიკების მოხმარებაც ისჯებოდა, 3 წლით. საბჭოთა კავშირში ნარკოტიკების მომხმარებლებიც არსებობდნენ, ჰომოსექსუალებიც და ჰოი საოცრებავ სექსიც ქონდათ. ვირუსები თავისებური ორგანიზმები არიან, მოქალქეობას არაფრად დაგიდებენ.

იმჟამად გეი ასოცირებული იმუნოდეფიციტის სახელით ცნობილი საშიში ინფექცია, რომლის სამკურნალო არც მედიკამენტი არსებობდა, არც ვაქცინა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდად არავინ ღელავდა გეებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებში მიმდინარე ჭირზე, სანამ გლობალურ პანდემიად იქცა და 35 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საბჭოთა მოქალაქეებშიც, ტოტალიტარულ სისტემაში, მარგინალიზებულ კრიმინალიზებულ ჯგუფში, საშიში მომაკვდინებელი დაავადება გავრცელდა.

საბჭოთა კავშირის ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც ისეთივე სანდოა როგორც ჩრდილოეთ კორეის სტატისტიკა, აივ/შიდსის პირველი დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა 1989 წელს სოხუმში სექს მუშაკ ქალთან დაფიქსირდა. რომელიც საბჭოთა მედიამ გაატელევიზორა და ყველას ვისაც მასთან სქესობრივი კავშირი ქონდა პროპაგანდის მანქანა სამედიცინო შემოწმებაზე იხმობდა. საბჭოთა კავშირში როგორც ჩანს ამ დაავადებამ ფერი იცვალა და გეებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებს გვერდი აუქცია, საბჭოთა სექს მუშაკ ქალთან დაფიქსირდა, ეგენიც იყვნენ, მაშ. ამის უნდა გვეჯეროდეს თან. ოფიციალური სტატისტიკით საბჭოთა კავშირი დაშლისას რამდენიმე ათეული ასეთი ინფიცირებული იყო. სხვებიც იყვნენ, გულაგში. ცოცხალი არავინაა. მსოფლიოში მრავალი ადამიანია ვინც 80 იანი წლების ეპიდემიას გადაურჩა და ანტირეტროვირუსული მედიკამენტების დახმარებით დღემდე ფაქტობრივად ჯანმრთელია და მხოლოდ ვირუსის მატარებლად და არა გამავრცელებლად რჩება.

ამათ ნომრებს რომ უყურებთ, მეც მაქ ეგეთი, N4067. შ.პ.ს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რომ მივდივარ, წამლების ასაღებად, სავადმყოფოში მივდივარ წამლის ასაღებად, აფთიაქში ეგ წამლები არაო, დიაბეტის ინსულინი კიო. ექსკლუზიური ბიზნესია ცერცვაძის – შიდსიანებზე ფული კეთდება. შიდსის სერვისებით გამდიდრებულსაც მრავლად ვიცნობ. ეგ სერვისები ჩვენამდე არ აღწევს. ძირითადად ქაღალდზე არსებობს. ხალხი ამათ გულაგში მისასვლელად 300 კილომეტრს გადის, სასიცოცხლო მნიშვნელობის 5 $იანი მედიკამენტის ასაღებად. მედიკამენტები ძირითადად 5 დან 35 $ მდე ღირს. მკურნალობაზე მყოფი გამოვლენილი აივ დადებითი ადამიანების 16 მა % მა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობა შეწყვიტა, გეოგრაფიული ხელმიუწდომლობის გამო. სერვისების დეცენტრალიზებაზეც უარს არიან. შიდსიანები ცერცვაძის ექსკლუზიური ბიზნესია. კერძო საავადმყოფო (ორი აქვს ეგეთი შ.პ.შ “ჰეპა” და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი.) სახელმწიფო ტენდერებში ექსკლუზიური სერვის მიმწოდებელია. წამლის ასაღებად მაგ ნომერს ვეუბნები და ისე მაძლევენ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლი ჰომოსექსუალი მამაკაცები

ნაცისტებს გაუბაზრდათ. ევგენიკა, საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიაშიც მიღებული პრაქტიკა იყო. განსხვავებული ადამიანების იზოლირება ინტერნატებში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდი ზომის ინსტიტუციების სახით. იქ მაცხოვრებელთა უმრავლესობის მშობელს უთხრეს რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა. ან ექიმებმა აიძულეს ბავშვი დაეტოვებინა. სახელმწიფო გულაგში უკეთ მიხედავს “ავადმყოფს”. საბჭოთა ფსიქიატრიაზეც ითქმის ორიოდ სიტყვა, მაგრამ ეგ სხვა დროს. ამ ამბებს არავინ იკვლევს, ლუსტრაციის კანონიც ჩავარდა.

კიდევ იყო ეს ლოზუნგი – საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია. ასეთ პლაკატებსაც ამზადებდნენ.

საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი

ამ წარსულის ხალხია, საპნის წარმოებისაც ესმით, ალბათ.

დაიბანეთ ხელები

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი