სესილი ღვინჯილიას მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


მე ვარ სესილი ღვინჯილია, 21 წლის.

საჯარო სკოლაში სწავლა დავიწყე პირდაპირ მე-6 კლასში, მანამდე დავდიოდი დღის ცენტრში და არასოდეს მივლია საბავშვო ბაღში. მე მოვხვდი იმ პირველ ნაკანდში, ვისთვისაც გაიღო საჯარო სკოლის კარი.

სკოლაში სწავლამ დიდი გამოცდილება და ბევრი მეგობარი შემძინა. შარშან დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში „ბართენდერის“ პროფესიაზე, ეს პროფესია მე არ ამირჩევია, გიგომ მირჩია და რადგან არჩევანი ამ სპეციალობასა და მზარეულობას შორის მქონდა ამიტომ ავარჩიე ეს, მაგრამ არ ვიცი ვიმუშავებ თუ არა ბარში.

ისე, კი მინდა მომავალში ჩემი კაფე მქონდეს. ვოცნებობ ეს მოხდეს ბათუმში, სადაც საღამოობით რომანტიული ცოცხალი მუსიკა იქნება და ივლიან შეყვარებული წყვილები, მე ვიქნები კაფეს დიასახლისი და ყველას მყუდრო გარემოს შევუქმნი, რადაგანც ვთვლი, რომ ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთბა არის მთავარი ღირებულება და ჩემი ცხოვრებაც ასე მინდა წარიმართოს.

მე ვფიქრობ ჩემს მომავალზე, რომ მეყოლება ჩემი ოჯახი, ძალიან სიმპატიური ქმარი, რომელსაც ექნება ცისფერი თვალები და მეყვარება ძალიან, იმასაც ძალიან ვეყვარები და ყოველთვის ვეცდები კარგი ცოლი და დედა ვიყო, მეყოლება შვილები, თუ ჩემი ქმარი დამაფასებს და ყოველთვის მცემს პატივს.

მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი ქალი და ბედნიერი დედა.

ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი