რა არ ვიცით შიდსზე? აივ-ინფექცია საქართველოში: მითები და რეალობა


შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 1 დეკემბერს საქართველოს მომავლის აკადემია ატარებს საჯარო დისკუსიას თემაზე:

“რა არ ვიცით შიდსზე? აივ-ინფექცია საქართველოში: მითები და რეალობა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით.

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად. საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. მართალია ჩვენს ქვეყანაში დაბალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მაგრამ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. საქართველოს მოსახლეობა მწირ და ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას ფლობს აივ-ინფექცია/შიდსის შესახებ. ხსენებული დისკუსიის მიზანია მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ამ მნიშნელოვან საკითხისადმი

დისკუსია ოთხი ნაწილისგან შედგება:

  1. პირველ ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მსმენელს გააცნობს შიდსის ისტორიას, აივ/შიდსის სტატისტიკას საქართველოში;
  2. მეორე ნაწილში მსმენელი გაიგებს შიდსის გადაცემის გზების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის შესახებ – დისკუსიის ამ ნაწილს ჩაატარებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი მაია ცინცაძე;
  3. მესამე ნაწილში განიხილება საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ და აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია – სიტყვით გამოვა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” იურისტი მარი ჩოხელი;
  4. ხოლო მეოთხე ნაწილში საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი გოჩა გაბოძე მსმენელს მოუყვება სტიგმასთან ბრძოლის გზებზე.

ჩემი მოხსენება აგებული იქნება პრაქტიკულ მაგალითებზე. ვისაუბრებ თუ რა გზას გადიან აივ-დადებითი ადამიანები დიაგნოზის გაგებიდან მის მიღებამდე. რატომ მალავენ საკუთარ დაავადებას და რატომ ითვლება აივ დადებითი ადამიანები საქართველოში საზოგადოების განყენებულ წევრებად.  რამდენად ეფექტურია ის კამპანიები რომლებიც მოსახლეობაში აივ ინფექცია-შიდსზე  ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დისკუსია გაიმართება 1 დეკემბერს, 18:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი #31, ვარდების რევოლუციის მოედანი, ველოსიპედის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი