მუსიკა ათავისუფლებს


მუსიკა ათავისუფლებს.  მედიუმია რომელიც დიდ კვალს ტოვებს ადამიანის მეხსიერებაზე. საყვარელი ადამიანის სუნივით მამახსოვრდება საყვარელი შემსრულებლის, მომნუსხველი ხმა.

მუსიკა წარუშლელ კვალს ტოვებს, ახდენს გავლენას ადამიანის  პიროვნულ განვითარებაზე და ემოციებზე. მეხმარება კონცენტრირებაში, სტრესის დაძლევაში, ენების სწავლაში. მუსიკა უმთავრესად ემოციებზე ახდენს გავლენას.

არაფერი ისე არა მაბედნიერებს, როგორც საყვარელი შემსრულებლების მოსმენა.  მათი ალბომების შეგროვება.

კოლექციონერიც ვიყავი. ნაწილობრივ ახლაც ვარ. კასეტებს ვაგროვებდი, შემდეგ CD დისკებს, MP3 ფაილებს. “ემ-პე-ტრი” ფაილებს ვეძახდით. რუსული ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ მთავარი ლინგვა ფრანკა იყო.

იმ დროს, კასეტები და დისკები რა თქმა უნდა პირატული იყო. ჩემი მაგნიტაფონი შეთავსებით ფანრის ფუნქციასაც ასრულებდა.  ხო კიდევ რადიო იყო. 105 მიყვარდა, “მამაჩემის რადიო”. რადიო ყველაზე პოპულარული მედია იყო 90 იან წლებში. ელემენტზეც მუშაობდა. ტელევიზორისთვის მანქანის “აკუმლიატორი” იყო საჭირო, კარგ შემთხვევაში “დვიჟოკი”. უშუქობისას, ჩემი მრავალფუნქციური მაგნიტაფონი გაკვეთილების მომზადებაშიც მეხმარებოდა. შუქი იშვიათად გვქონდა. სანთლის შუქზე მეცადინეობას ჯობდა. 

ახლა მუსიკის სამყაროში ორი  აპლიკაცია მიწევს მეგზურობას.

შენ რას გვირჩევ?

მაშინ როდესაც საქართველოში, მთელი მსოფლიოს მსგავსად COVID19 პანდემიის გამო საყოველთაო კარანტინი იყო, კომპანია APPLE  მა საქართველოს ბაზარზე APPLE MUSIC და APPLE PODCAST ჩართო. 6 თვის განმავლობაში  ის უფასოა. შემდგომში კი 5 $ იქნება მისი ყოველთვიური ღირებულება. რაც ჩემი აზრით გონივრული ფასია. მართალია ტორენტებზე გაზრდილ თაობას გვიჭირს მსგავს პროდუქტებში ფულის გადახდა, თუმცა უნდა გვახსოვდეს. საავტორო უფლებები მნიშვნელოვანია. უფასო ყველი კი მხოლოდ სათაგურშია.

ყველა ჩემი კასეტაზე ჩაწერილი ალბომი, თავიდან აღმოვაჩინე.

ძველი, საყვარელი ალბომების მოსმენა, დროში მოგზაურობაა. ცადეთ, როცა ცუდ განწყობაზე იქნებით. დეპრესია მოგეძალებათ ან უბრალოდ სტრესთან გამკლავება დაგჭირდებათ. შეარჩიეთ ისინი რომელიც მივიწყებულ კარგ მოგონებებს აღგიძრავენ. ნურც ჟანრობრივად შეიზღუდავთ თავს.

კლასიკური მუსიკა გიყვართ?

IDAGIO იდეალური არჩევანია.  მუსიკას განწყობის მიხედვითაც ალაგებს ასევე შემსრულებლების, კომპოზიტორების, ალბომების მიხედვით.  წიგნის კითხვისას, მუშაობისას, ვარჯიშისას ან სულაც ჭურჭლის რეცხვის საზარელი პროცედურის დროს, საუკეთესო მოტივატორია.

აქვს როგორც უფასო ასევე ფასიანი ვერსიები. ალბომები შედგენილია პროფესიონალი მუსიკოსების, კომპოზიტორების და მუსიადმცოდნეების მიერ. რაც აადვილებს ჯერ კიდევ უცნობი შემსრულებლების და კომპოზიტორების აღმოჩენას.

მუსიკის მოსასმენად თქვენ რომელ აპლიკაციებს იყენებთ?

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი