“მოძრაობა ცვლილებებისთის” გელა ჯინჭარაძის ნამუშევრების გამოფენაზე “ეზო”ში გეპატიჟებათ


თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვრის,  გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები განსხვავებული სიუჟეტებით,  ფორმებით, ფერებით, ნახატებით მოყოლილი საკუთარი თუ სხვისი ისტორიებით შეგვიძლია ვიცნოთ. ის არავის არ გავს, ის თვითნასწავლი მხატვარია. ნამდვილი მხატვარი , უჩვეულო ისტორიებით ბიოგრაფიითა და ინტელექტით. ნამუშევრები მეტწილად გრაფიკისა და ფერწერის ტექნიკითაა შესრულებული . რომელიც ქვემო ფონიჭალაში, მეთექვსმეტე სართულის ვიწრო ბინის იატაკზე იქმნება. ბაშვებიც ხომ ასე ხატავენ.

გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები არაერთი ქართული თუ უცხოური გამოცემის გვერდებსა და ყდაზე მომხვდარა. შვეიცარიის მუზეუმში მხატვრის ათამდე ნამუშევარი ინახება. ის იშვიათად იმსახურებს ქართველი გალერისტების ყურადღებას, მისი ნამუშევრებიც დიდწილად უცნობია ქართველი ხელოვნების მოყვარულთათვის.

27 დეკემბერს რესტორანი “ეზო” სოლოლაკში ქიქოძის 6 ნომერში შუადღის 2 საათიდან გელა ჯინჭარაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.  ღონისძიება “მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციების “ხელი ხელს” და “მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის” მარდაჭერით გაიმართება.  რამდენიმე ნამუშევარი რომელსაც გამოფენაზე იხილავთ ჯერ კიდევ ახალი და საზოგადოებისათვის უცნობია.

ღონისძიებისას თქვენ ასევე საშუალება გექნებათ შეიძინოთ გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

ქვიარ და აივ/შიდსის აქტივისტი

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

გამოიწერე

გოჩა გაბოძის სოციალური მედია

Instagram

Facebook

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

არქივი

დაბლოკილი სპამი