Browsing category სტატუსები

სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ


რა ხდება მაშინ როცა პასუხი დადებითია? როგორია აივ დადებითი ადამიანების ყოველდღიურობა? რა იცვლება? რა ტიპის მედიკამენტებით ხდება აივ/შიდსის მართვა და რა გავლენას ახდენს ის მათი ცხოვრების ხარისხზე? არასამთავრობო ორგანიზაციები "თანასწორობის მოძრაობა" და "ასოციაცია ბროწეული" გიწვევთ შეხვედრების ციკლზე: სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ მომხსენებელი: მაკა გოგია - ექიმი - "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროექტების დირექტორი. 10 ოქტომბერი 19:00 - თბილისი სოფიკო ჭიაურელის 13

გიგო შიუკაშვილმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი ფონდი “გიგოს ფონდი” შექმნა


გიგო შიუკაშვილმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი ფონდი - "გიგოს ფონდი" შექმნა. ფონდის მიზანი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობაა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. შეიტანე შენი წვლილი, შეიძინე წინდები, შემოუერთდი კამპანიას #წინდამინდა . წინდების შეძენა შესაძლებელია სოციალურ საწარმო ბაბალეში, სუპერმარკეტების ქსელ ნიკორასა და ეკონომმიქსში. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია "გიგოს ფონდი" : საბანკო კოდი

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენა: “47=46” გაიმართება


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებისა და ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ ერთობლივ წარმოდგენას : "47=46"  წარმოდგენა გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, დიდ დარბაზში მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 99 შემოქმედებითი ჯგუფი:  დამდგმელი რეჟისორი -

#წინდამინდა კამპანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.  მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები  სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა, წინდას ქრომოსომის ფორმა აქვს, 21-ე ქრომოსომის გასამება კი დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზია. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია წელს უკვე მე7 უერთდება მსოფლიო კამპანიას რომლის სლოგანია: "რას ვმატებ საზოგადოებას".  მის მიზანს კი წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა

მუსიკა: ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის


მუსიკა: ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ამ სახელწოდებით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში 30 ნოემბერს სადაც ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე ცომაია დაუკრავს და მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: "მუსიკის მნიშვნელობა ფსიქიკური ჯანმრთლობისის". ღონისძიება საქველმოქმედოა და მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარებას საქართელოში. იყიდე კონცერტის ბილეთი, მოუსმინე მუსიკას ჩვენთან

ნინო ბოლქვაძე – განსხვავებული არჩევანი


ნინო ბოლქვაძე თბილისის საკრებულოში იქნება ყველა ჩაგრული და საზოგადოებისგან უმცირესობის ნიშნით გარიყული ადამიანის ხმა.

თავისუფლება მამა გიორგის – წარწერები თბილისის ქუჩებში


თბილისის ქუჩებში მამა გიორგი მამალაძის მხარდამჭერი წარწერები გაჩნდა - თავისუფლება მამა გიორგის - ასეთი შინაარსისაა წარწერა რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში კედლებზე მიწერილს შეხვდებით.  მამა გიორგი მამალაძე ეჭვმიტანილია მაღალი რანგის სასულიერო იერარქის ციანიდით მოწამვლის მცდელობაში. 

“დამინახე” – ჩვენ აქ ვართ


გ ო ჩ ა "დამინახე" - ჩვენ აქ ვართ, თქვენს შორის, თქვენს გვერდით, თქვენი მსგავნი და თქვენგან განხვავებულები. დაგვინახეთ .. რეჟისორი: გიორგი ქავთარაძე მუსიკა:ოთო ბერძენიშვილი SOC

ლექსო ფოდიაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=0HDjhHwYYOQ&t=1s   მე ვარ ლექსო ფოდიაშვილი, 24 წლის. სკოლაში და ბაღში არ მივლია, რადგანაც მაშინ ჩვენ სკოლაში არ გვიღებდნენ. შესაბამისად ბავშვობის მეგობრები არ მყავს. დედას ქონდა რამდენიმე მცდელობა ჩემი შეყვანის, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. დავდიოდი მხოლოდ დღის ცენტრში, მაგრამ წერა და კითხვა მაინც ვისწავლე, დედამ შემასწავლა. რამდენიმე წლის წინ, როცა გავიგე პროფესიული ინკლუზიური განათლების შესახებ, მეც მომინდა სწავლა. აღმოჩნდა, რომ ატესტატის

სესილი ღვინჯილიას მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=0oezbrXkzgk&t=2s მე ვარ სესილი ღვინჯილია, 21 წლის. საჯარო სკოლაში სწავლა დავიწყე პირდაპირ მე-6 კლასში, მანამდე დავდიოდი დღის ცენტრში და არასოდეს მივლია საბავშვო ბაღში. მე მოვხვდი იმ პირველ ნაკანდში, ვისთვისაც გაიღო საჯარო სკოლის კარი. სკოლაში სწავლამ დიდი გამოცდილება და ბევრი მეგობარი შემძინა. შარშან დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში „ბართენდერის“ პროფესიაზე, ეს პროფესია მე არ ამირჩევია, გიგომ მირჩია და რადგან არჩევანი ამ სპეციალობასა

ლევან გოცაძის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=ldNV1gEt6Hk ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მე ვარ ლევან გოცაძე, მე-11 კლასის მოსწავლე. 4 წლის ასაკში შევედი ბაღში. მე-7 კლასამდე ვსწავლობდი ლოგოპედიურ სკოლაში, რომელიც ინკლუზიური სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით დაიხურა, რის გამოც მომიხდა გადასვლა მე-20 საჯარო სკოლაში. ლოგოპედიურ სკოლაში პედაგოგები ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვიყავით ამ სკოლის მუშაობით. მე-20 სკოლაში კი მასწავლებლები ნაკლებ დროს მითმობენ,

გიგო შიუკაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=LD3XVxtp8Uw&t=2s მოგესალმებით, მე ვარ გიგო შიუკაშვილი, 21 წლის. ბაღში 3 წლის მივედი, 7 წლიდან დავდიოდი  დღის ცენტრებში, რადგან სკოლაში არ მიმიღეს. ამასობაში ინკლუზიაც წამომეწია და 14 წლიდან წავედი 21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც შარშან დავამთავრე. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. ბევრი საგნებიც შევისწავლე, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება მომწონდა ყოველთვის, იქ ჩემი  და ჩემი მეგობრების უფლებებზე ბევრს მასწავლიდნენ. სკოლაში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე-კონფერენცია-ჩემი ხმა საზოგადოებაში


დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე -"ჩემი ხმა საზოგადოებაში" კონფერენცია "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა" და კავშირი "ჩვენი ბავშვები"ს ორგანიზებით გაიმართა. სადაც მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პირველი ლედი-მაკა ჩიჩუა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო და

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

#საოჯახოჯობია

ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება  დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და ხო საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით. 
ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.  შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით  მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როგორ ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ. 
ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებს დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში. 
საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელია იზოლირება გამორჩეული ადამიანების. 
#community4all
Instagram
@andthenwedanced  პრემიერა კინოთეატრ ამირანში
და ჩვენ ვიცეკვეთ 🏳️‍🌈❤️🇬🇪
@borisbrejcha  in Tbilisi at @summersetfestival
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი