Monthly Archives: October 2015

გილმორის ჯაზი


დევიდ გილმორი ახალი სიმღერებით გვანებივრებს. მისი ალბომი სახელწოდებით "Rattle That Lock" 2015 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა გაყიდვაში. ამჯერად მან ჯაზ კომპოზიციაზე მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმის საუნდტრეკი სახელწოდებით The Girl In The Yellow Dress შესთავაზა მსმენელს. მულტიპლიკაციური ფილმის ავტორი დენი მეიდენი გახლავთ, სიმღერის ტექსტი პოლი სამსონს ეკუთვნის, ხოლო სიმღერა თავად დევიდ გილმორის მიერაა დაწერილი. ის დღევანდელი დღის მთავარი ამოჩემებაა ჩემთვის. სასიამოვნო განწყობას გისურვებთ.

საცხოვრისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის


რადიო თაისუფლებაში გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა "თავისუფლების ერთი საათი გოგი გვახარიასთან ერთად", გადაცემის მეორე ბლოკში მიწვეული ვიყავი ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის კამპანიის და ა/ო ხელი ხელს შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისის შესახებ სასაუბროდ. გადაცემაში განვიხილეთ ორგანიზაციის საქმიანობის სტრუქტურა, მუშაობის მეთოდები, ჩვენი ბენეფიციარების ყოველდღიურობა, მათი ინტერესები, არსებული გამოწვევები მითები და პრობლემები რომლებიც არსებობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან

სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტი საქართველოში რუსთავი 2-ია


"მოვედი რუსთავი 2-ის შენობასთან, რადგან ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტი საქართველოში რუსთავი 2-ია ... Posted by Rustavi 2 on Thursday, October 22, 2015

GIFFONI – საერთაშორისო კინოფესტივალი ბავშვებისათვის


GIFFONI საერთაშორისო ფესტივალია, სადაც მთავარი გმირები ბავშები არიან 13 დან 18 წლამდე. ფესტივალი პირველად იტალიაში 45 წლის წინ დაარსდა და წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წელს მისი ქართული ანალოგი GOFFONI GEORGIA 16-19 ოქტომბრის ჩათვლით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა. 500 მდე ბავშვი საქართველოს რეგიონიდან სხვადასხვა ვორქშოფებსა და სემინარებს ფილმის ჩვენებებსა და საპატიო სტუმრებთან შეხვედრებს დიდი ჟრიამულითა და გულწრფელი ბავშვური შემართებით ესწრებოდა. აქ ფილმების მთავარი

დოკუმენტური ფილმი გიული ჩოხელის შემოქმედებაზე – “ეს იყო სიზმარი”


საოზგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია წარმოგიდგენთ გიული ჩოხელის შემოქმედებაზე და მის ცხოვრებაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "ეს იყო სიზმარი". ფილმის ავტორი  ლევან კიტია გახლავთ და ის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

თბილისობა ეზოში


ძველი თბილისის ეზო სოლოლაკში, 70-80 იანი წლების რეტრო მუსიკა, მაყალზე აშიშხინებული მწვადის სურნელი, მოხალული წაბლი, გრილზე შემწვარი სიმინდი, გოგრა და ტკბილი ფელამუში. სტუმრების გასამასპინძლებლად გამზადებული ნუგბარი ეზოს შესასვლელში. ორგანიზაცია ხელი ხელს გურჯაანის შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრებელში დამზადებული ჩურჩხელები. ეს ქიქოძის 16 ნომერში მდებარე რესტორან ეზოს თბილისური თბილისობის საღამო იყო. სწორედ ისეთი როგორიც თბილისური ეზო და თბილისური სტუმართმასპინძლობა გვსმენია და ფილმებში

ხელი ხელს ჩურჩხელების გამოფენა გაყიდვაზე გეპატიჟებათ


საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელი ხელს და რესტორანი ეზო თბილისობას ჩურჩხელების გამოფენა გაყიდვაზე გეპატიჟებით. ჩურჩხელები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისში გასულ კვირას დავამზადეთ. ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ პირები რესტორან ეზოში თავიანთ მომზადებულ ჩურჩხელებს გაყიდიან. შემოსული თანხით ისინი ახალი საცხოვრებლის მცხოვრებლებს საჭირო ნივთების შეძენაში დაეხმარებიან. ხელი ხელს მომდევნო კვირას თბილისში რიგით მეხუთე სახლს გახსნის ახალი

მებო ნუცუბიძის ახალი იმიჯი და სიმღერა


მებო რენარდი ეს მებო ნუცუბიძის, იგივე The Bearfox ის მელიას ახალი სასცენო ფსევდონიმია. ოქტომბრის ბოლოს მელომანებისთის მისი ახალი ალბომი სახელწოდებით Circles გახდება ხელმისაწვდომი. რომლის პირველი სინგლი უკვე გამოჩნდა და ჩემი და არა მხოლოდ ჩემი დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იმედი მაქვს სიმღერა არც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს. ის  ჩემი დღის მთავარი ამოჩემება გახლავთ.

სტუმრად ნინო მეუნარგიას გადაცემაში “ჩვენ აქ ვართ”


რადიო იმედში ნინო მეუნარგიას გადაცემაში "ჩვენ აქ ვართ" მიწვეულები ვიყავით ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისა და ორგანიზაცია "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის საცხოვრისების თემაზე სასაუბროთ. გვისმინეთ და გაიგეთ მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის შსახებ. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, რა სერვისები არსებობს ამ მიმართულებით, როგორია მშობლის ხვედრი როდესაც ფსიქიკური პრობლემები მისი ოჯახის ყოველდღიურობაა, ეს გადაცემის ძირითადი სასაუბრო თემებია. ჩვენ ერთ მზეს ვუმზერთ!

ლიბერალის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია


მედია გამოცემებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ფუნქციონირებადი ხშირად განახლებადი და მომხმარებელზე მორგებული ვებ-გვერდის არსებობა გახლავთ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ძირეულად შეცვალა ადამიანთა ქცევა ისეთ საკითხებშიც კი როგორიც ახალი ამბების გაცნობის პროცესია. დღეს იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს ვინც ინფორმაციის გასაცნობად ერთ საათიან საინფორმაციო გამოშვებას სრულად უყურებს. მით უფრო დიდ იშვიათობას წარმოადგენს გაზეთის ან ჟურნალის მეშვეობით ინფორმაციის მიმღები პირი. რაც მედია ორგანიზაციებს

თამარა – დოკუმენტური ფილმი


სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს" ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს "თამარა" . ფილმში მოთხრობილია გურჯაანის შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარის პირადი ისტორია და მისი ყოველდღიურობა "ხელი ხელს" ორგანიზაციის საცხოვრისში. ფილმის ავტორი მახო ღუღუნიშვილი გახლათ.

თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად


თავისუფლების ერთი საათი გიორგი გვახარიასთან ერთად, გადაცემის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული საქართველოში სტუმრად გადაცემაში: 1. გოჩა გაბოძე - (ორგანიზაცია "ხელი-ხელს" - კომუნისკაციის მენეჯერი); 2. ეკა ჭყონია - ექიმი (ფსიქიატრი), ფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე; 3. ნათელა ბახტაძე - მშობელთა ქსელი "მოძრაობა ცვლილებებისთვის".

საჯარო ლექცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში


10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ორგანიზებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში 6 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლმა "ლიგამუსი" საჯარო ლექციას უმასპინძლა. ლექციის მომხსენებლები გახლდნენ: -ლელა გვიშიანი, იურისტი (EMC)- გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე -12 მუხლი. -ნათელა ბახტაძე „მოძრაობა

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ვითარდება #streetart  ი 🙊
ვირტუოზი მუსიკოსები🎻
სოციალური საწარმოების გამოფენა @fabrika_tbilisi ში #იყიდე_სოციალური_საწარმოსგან #buysocial
ვცქმუტავ 🙈
უხდება თბილისს #streetart
@sevdaliza_  ს საოცარი შოუ @tbilisi_open_air ზე

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 1 other subscriber