Browsing category სტატუსები

მუსიკა: ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის


მუსიკა: ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ამ სახელწოდებით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში 30 ნოემბერს სადაც ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე ცომაია დაუკრავს და მწერალი ლაშა ბუღაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: "მუსიკის მნიშვნელობა ფსიქიკური ჯანმრთლობისის". ღონისძიება საქველმოქმედოა და მიზნად ისახავს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარებას საქართელოში. იყიდე კონცერტის ბილეთი, მოუსმინე მუსიკას ჩვენთან

ნინო ბოლქვაძე – განსხვავებული არჩევანი


ნინო ბოლქვაძე თბილისის საკრებულოში იქნება ყველა ჩაგრული და საზოგადოებისგან უმცირესობის ნიშნით გარიყული ადამიანის ხმა.

თავისუფლება მამა გიორგის – წარწერები თბილისის ქუჩებში


თბილისის ქუჩებში მამა გიორგი მამალაძის მხარდამჭერი წარწერები გაჩნდა - თავისუფლება მამა გიორგის - ასეთი შინაარსისაა წარწერა რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში კედლებზე მიწერილს შეხვდებით.  მამა გიორგი მამალაძე ეჭვმიტანილია მაღალი რანგის სასულიერო იერარქის ციანიდით მოწამვლის მცდელობაში. 

“დამინახე” – ჩვენ აქ ვართ


გ ო ჩ ა "დამინახე" - ჩვენ აქ ვართ, თქვენს შორის, თქვენს გვერდით, თქვენი მსგავნი და თქვენგან განხვავებულები. დაგვინახეთ .. რეჟისორი: გიორგი ქავთარაძე მუსიკა:ოთო ბერძენიშვილი SOC

ლექსო ფოდიაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=0HDjhHwYYOQ&t=1s   მე ვარ ლექსო ფოდიაშვილი, 24 წლის. სკოლაში და ბაღში არ მივლია, რადგანაც მაშინ ჩვენ სკოლაში არ გვიღებდნენ. შესაბამისად ბავშვობის მეგობრები არ მყავს. დედას ქონდა რამდენიმე მცდელობა ჩემი შეყვანის, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. დავდიოდი მხოლოდ დღის ცენტრში, მაგრამ წერა და კითხვა მაინც ვისწავლე, დედამ შემასწავლა. რამდენიმე წლის წინ, როცა გავიგე პროფესიული ინკლუზიური განათლების შესახებ, მეც მომინდა სწავლა. აღმოჩნდა, რომ ატესტატის

სესილი ღვინჯილიას მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=0oezbrXkzgk&t=2s მე ვარ სესილი ღვინჯილია, 21 წლის. საჯარო სკოლაში სწავლა დავიწყე პირდაპირ მე-6 კლასში, მანამდე დავდიოდი დღის ცენტრში და არასოდეს მივლია საბავშვო ბაღში. მე მოვხვდი იმ პირველ ნაკანდში, ვისთვისაც გაიღო საჯარო სკოლის კარი. სკოლაში სწავლამ დიდი გამოცდილება და ბევრი მეგობარი შემძინა. შარშან დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში „ბართენდერის“ პროფესიაზე, ეს პროფესია მე არ ამირჩევია, გიგომ მირჩია და რადგან არჩევანი ამ სპეციალობასა

ლევან გოცაძის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=ldNV1gEt6Hk ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მე ვარ ლევან გოცაძე, მე-11 კლასის მოსწავლე. 4 წლის ასაკში შევედი ბაღში. მე-7 კლასამდე ვსწავლობდი ლოგოპედიურ სკოლაში, რომელიც ინკლუზიური სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით დაიხურა, რის გამოც მომიხდა გადასვლა მე-20 საჯარო სკოლაში. ლოგოპედიურ სკოლაში პედაგოგები ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვიყავით ამ სკოლის მუშაობით. მე-20 სკოლაში კი მასწავლებლები ნაკლებ დროს მითმობენ,

გიგო შიუკაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


https://www.youtube.com/watch?v=LD3XVxtp8Uw&t=2s მოგესალმებით, მე ვარ გიგო შიუკაშვილი, 21 წლის. ბაღში 3 წლის მივედი, 7 წლიდან დავდიოდი  დღის ცენტრებში, რადგან სკოლაში არ მიმიღეს. ამასობაში ინკლუზიაც წამომეწია და 14 წლიდან წავედი 21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც შარშან დავამთავრე. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. ბევრი საგნებიც შევისწავლე, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება მომწონდა ყოველთვის, იქ ჩემი  და ჩემი მეგობრების უფლებებზე ბევრს მასწავლიდნენ. სკოლაში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე-კონფერენცია-ჩემი ხმა საზოგადოებაში


დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე -"ჩემი ხმა საზოგადოებაში" კონფერენცია "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა" და კავშირი "ჩვენი ბავშვები"ს ორგანიზებით გაიმართა. სადაც მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პირველი ლედი-მაკა ჩიჩუა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო და

ლგბტ ადამიანების მშობლები


ლგბტ ადამიანები, საკმაოდ ხშირად, სწორედ ოჯახში განციდიან ძალადობასა და მიუღებლობას! ხშირად პატარა ბავშვები უსახლკაროდაც რჩებიან. მშობლებთან მუშაობა, რათა მათ მიიღონ საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი შვილები, მნიშვნელოვანია. თანასწორობის მოძრაობა მშობლებსა და შვილებს სთავაზობს გამოცდილებისა და რესურსების გაზიარებას, რათა ერთად შეძლონ  ოჯახების შენარჩუნება და ძალადობის აღმოფხვრა.

თბილისში ბავშვთა პირველი ჰისპისი ციცინათელების ქვეყანა გაიხსნა


თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა. ჰოსპისი, განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების ღირსეული ცხოვრების და მოვლის სერვისია. ეს ის ადგილია სადაც მათზე ზრუნვა და სამედიცინო მეთვალყურეობა, ოჯახურ გარემოსთან მიმსგავსებულ სერვისში ხდება. ადგილი სადაც ადამიანებს ბუნებისგან ნაბოძები სიცოცხლის მცირე პერიოდის ღირსეულ გარემოში გატარების საშუალება ეძლევათ. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მშობლებისთვის რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა შვილებთან ერთად გაატარონ ეს დრო, არ მოუწუიოთ მათი მიტოვება და იზრუნონ

ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია


"მიუხედავად კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპისა, ფაქტია, რომ სახელმწიფო დღემდე არ აძლევს ჰომოსექსუალ წყვილებს რიგი უფლებებით სარგებლობის საშუალებას, რაც არღვევს ადამიანთა თანასწორუფლებიანობას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ეს თანასწორუფლებიანობა ირღვევა ყოველდღიურად. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც ყველას თანასწორად ეპყრობა! ჩვენ გვჭირდება თანასწორობა!" საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გავრცელებულ ამ ვიდეორგოლში ნათლადაა აღწერილი ის უთანასწორობები რაც

ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან


საქართველოში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციები მოქალაქე გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ემიჯნებიან. gabo.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. "2016 წლის 27 იანვარს, ელექტრონული საინფორმაციო ვებ-გვერდის ambebi.ge-ის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

#ხმაური_გამარჯვებისთვის
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი ოქროს პრომეთე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა #TIFF
#nosferatu #movie #TIFF #tbilisiinternationalfilmfestival
ყველაზე არტია
სიღნაღი 🍂🍁
20 ნოემბერი ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,088 other subscribers