Browsing category რეცენზია

გიორგი ალიაშვილი – ბიჭი საოჯახო საცხოვრისიდან


საქართველოში 200 მდე ადამიანი ცხოვრობს დიდი ზომის ინსტიტუციებში. კიდევ უფრო მეტი რეზიდენტულ დაწესებულებებში ფსიქიკური "პაციენტებისთვის". ხელი ხელს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისის სერვისია სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებიც იღებენ საოჯახო საცხოვრისის სერვისს.  ამჟამად გურჯაანსა და თბილისში მდებარე 6 სახლში 23 ადამიანი იღებს მსგავს სერვისს.  

ნათიას და გოჩას ისტორია “ხელი ხელს” საოჯახო საცხოვრისიდან


ნათია და გოჩა დიდი ზომის ინსტიტიტუციებში ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში. 2012 წლიდან "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის საცხოვრისში გადავიდნენ გურჯაანში. მათი შვილები, მარიამი და ნიკოლოზი მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ორი შვილის დედას დედობის უფლება არ აქვს. ნათიას და გოჩას იმედი აქვს, რომ კანონი შეიცვლება და მთელი ოჯახი ერთად, დამოუკიდებლად იცხოვრებს. https://www.youtube.com/watch?v=fPPwmeQYLD0

“მოძრაობა ცვლილებებისთის” გელა ჯინჭარაძის ნამუშევრების გამოფენაზე “ეზო”ში გეპატიჟებათ


თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვრის,  გელა ჯინჭარაძის ნამუშევრები განსხვავებული სიუჟეტებით,  ფორმებით, ფერებით, ნახატებით მოყოლილი საკუთარი თუ სხვისი ისტორიებით შეგვიძლია ვიცნოთ. ის არავის არ გავს, ის თვითნასწავლი მხატვარია. ნამდვილი მხატვარი , უჩვეულო ისტორიებით ბიოგრაფიითა და ინტელექტით. ნამუშევრები მეტწილად გრაფიკისა და ფერწერის ტექნიკითაა შესრულებული . რომელიც ქვემო ფონიჭალაში, მეთექვსმეტე სართულის ვიწრო ბინის იატაკზე იქმნება. ბაშვებიც ხომ ასე ხატავენ. გელა ჯინჭარაძის

სოციალური საწარმო ბაბალე საშობაო პროდუქციას გთავაზობთ


ბაბალე საახალწლო სამზადისშია. აქ თქვენს საშობაო განწყობას ქმნიან. ისინი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობით, ხელით მოხატულ საახალწლო სათამაშოებსა და ხელნაკეთ სუვენირებს ამზადებენ. სოციალური საწარმო ბაბალე თბილისში, ნაფარეულის 6 ნომერში მდებარეობს. ერთ სივრცეში განთავსებულია მაღაზია და სახელოსნო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ მზადდება ჯადოსნური, ფერადი და სითბოთი და სიყვარულით შექმნილი ნივთები. რომლებიც თქვენს საახალწლო განწყობას აამაღლებენ და თქვენი სახლის, ოფისისა

10 მანტრა რელაქსაციისა და კონცენტრაციისათვის


მანტრები საკუთარი ჰარმონიითა და სპირიტუალური ძალით ერთ ერთ საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისათვის. ჩემთვის მანტრული მუსიკა საუკეთესო ფონია წიგნის კითხვისას, წერის დროს, მეცადინეობისას, მუშაობისას და სახლის დალაგების პროცესისას. მეხმარება კონცენტრაციასა და განწყობის ამაღლებაში. ჩემს მიერ შერჩეულ ფლეილისთვში 10 მანტრაა რომელსაც ყველაზე ხშირად ვუსმენ. გისურვებთ სულიერ ჰარმონიასა და საუკეთესო განწყობას.

დღეს მანანა მენაბდის დაბადების დღეა


19 ნოემბერს ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, მსახიობის, მწერლისა და მხატვრის მანანა მენაბდის დაბადების დღეა. მანანა მენაბდე ქართული ქალაქური რომანსის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია. ის ქართულ ესტრადაზე ამ ჟანრის დამაარსებლად ითვლება მუსიკალურ წრეებში. ვულოცავ ქალბატონ მანანას იუბილეს!

გილმორის ჯაზი


დევიდ გილმორი ახალი სიმღერებით გვანებივრებს. მისი ალბომი სახელწოდებით "Rattle That Lock" 2015 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა გაყიდვაში. ამჯერად მან ჯაზ კომპოზიციაზე მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმის საუნდტრეკი სახელწოდებით The Girl In The Yellow Dress შესთავაზა მსმენელს. მულტიპლიკაციური ფილმის ავტორი დენი მეიდენი გახლავთ, სიმღერის ტექსტი პოლი სამსონს ეკუთვნის, ხოლო სიმღერა თავად დევიდ გილმორის მიერაა დაწერილი. ის დღევანდელი დღის მთავარი ამოჩემებაა ჩემთვის. სასიამოვნო განწყობას გისურვებთ.

GIFFONI – საერთაშორისო კინოფესტივალი ბავშვებისათვის


GIFFONI საერთაშორისო ფესტივალია, სადაც მთავარი გმირები ბავშები არიან 13 დან 18 წლამდე. ფესტივალი პირველად იტალიაში 45 წლის წინ დაარსდა და წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წელს მისი ქართული ანალოგი GOFFONI GEORGIA 16-19 ოქტომბრის ჩათვლით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა. 500 მდე ბავშვი საქართველოს რეგიონიდან სხვადასხვა ვორქშოფებსა და სემინარებს ფილმის ჩვენებებსა და საპატიო სტუმრებთან შეხვედრებს დიდი ჟრიამულითა და გულწრფელი ბავშვური შემართებით ესწრებოდა. აქ ფილმების მთავარი

დოკუმენტური ფილმი გიული ჩოხელის შემოქმედებაზე – “ეს იყო სიზმარი”


საოზგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია წარმოგიდგენთ გიული ჩოხელის შემოქმედებაზე და მის ცხოვრებაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "ეს იყო სიზმარი". ფილმის ავტორი  ლევან კიტია გახლავთ და ის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

თბილისობა ეზოში


ძველი თბილისის ეზო სოლოლაკში, 70-80 იანი წლების რეტრო მუსიკა, მაყალზე აშიშხინებული მწვადის სურნელი, მოხალული წაბლი, გრილზე შემწვარი სიმინდი, გოგრა და ტკბილი ფელამუში. სტუმრების გასამასპინძლებლად გამზადებული ნუგბარი ეზოს შესასვლელში. ორგანიზაცია ხელი ხელს გურჯაანის შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრებელში დამზადებული ჩურჩხელები. ეს ქიქოძის 16 ნომერში მდებარე რესტორან ეზოს თბილისური თბილისობის საღამო იყო. სწორედ ისეთი როგორიც თბილისური ეზო და თბილისური სტუმართმასპინძლობა გვსმენია და ფილმებში

მებო ნუცუბიძის ახალი იმიჯი და სიმღერა


მებო რენარდი ეს მებო ნუცუბიძის, იგივე The Bearfox ის მელიას ახალი სასცენო ფსევდონიმია. ოქტომბრის ბოლოს მელომანებისთის მისი ახალი ალბომი სახელწოდებით Circles გახდება ხელმისაწვდომი. რომლის პირველი სინგლი უკვე გამოჩნდა და ჩემი და არა მხოლოდ ჩემი დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იმედი მაქვს სიმღერა არც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს. ის  ჩემი დღის მთავარი ამოჩემება გახლავთ.

თამარა – დოკუმენტური ფილმი


სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია "ხელი ხელს" ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს "თამარა" . ფილმში მოთხრობილია გურჯაანის შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარის პირადი ისტორია და მისი ყოველდღიურობა "ხელი ხელს" ორგანიზაციის საცხოვრისში. ფილმის ავტორი მახო ღუღუნიშვილი გახლათ.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ვითარდება #streetart  ი 🙊
ვირტუოზი მუსიკოსები🎻
სოციალური საწარმოების გამოფენა @fabrika_tbilisi ში #იყიდე_სოციალური_საწარმოსგან #buysocial
ვცქმუტავ 🙈
უხდება თბილისს #streetart
@sevdaliza_  ს საოცარი შოუ @tbilisi_open_air ზე

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 1 other subscriber