დაინახე, დამინახე, მაღიარე


ავტორი: გოჩა გაბოძე

“იცი რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩემმა ახლობლებმა ჩემი ფსიქიკური დაავადების შესახებ გაიგეს? ყველა დავკარგე. ნათესავები, მეგობრები, მეზობლები შორიდან თუ მომესალმებიან , თავს მარიდებენ. თითქოს კეთროვანი ვიყო. მე ისევ ის ადამიანი ვარ, უბრალოდ პერიოდულად დაავადება თავისას შვება. ყველა ასე არაა, ზოგს კიბო აქვს, ზოგს ჰეპატიტი, მე ეს ფსიქიკური პრობლემა. რის გამოც ყველამ გამრიყა.“ მითხრა ერთხელ ერთმა შესანიშნავმა ადამიანმა. როდესაც გულუბრყვილოდ კითხვა დავუსვი, თუ რა იცვლება მას შემდეგ როდესაც ადამიანს ფსიქიკური პრობლემები ეწყება. ყოველ მეოთხე ადამიანს ცხორებაში ერთხელ მაინც ფსიქიკური დარღვევები უვითარდება. ფსიქიკური ჯანმრთელობა არ გულისხმობს მხოლოდ კლინიკურ ფსიქიკურ დაავადებებს. დეპრესია, ნევროზი, პიროვნული აშლილობები ეს ის ნიშნებია რომლის უყურადღებობის შემთხვევაში, მის ადგილას ჩვენ დაგვაყენებს. სტიგმა , ის იარლიყია რასაც დიდი შრომის შედეგადაც კი ბოლომდე ვერ ჩამოხსნი ადამიანს. გარიყულობა კი ისედაც პრობლემის მქონე ადამიანების მდგომარეობას კრიტიკულამდე ამძიმებს. თუმცა როდესაც ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მისი ჩამონათვალი იმდენად ვრცელია, გარიყულობა შესაძლოა სიის ბოლოშიც კი მოხვდეს.

‘’ასათიანზე ხართ წასაყვანები თქვენ ყველა, მე ვერაფერს გასწავლით’’ ეს ჩემი ერთ-ერთი პედაგოგის საყვარელი ფრაზა იყო, რითაც ყველა ჩვენი ბავშვური ცელქობის შემდეგ გვამკობდა მოსწავლეებს. ‘’ასათიანი’’ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იარლიყია. თბილისში, ასათიანის ქუჩაზე არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამომდინარე. რომელიც შემდგომში დაიხურა, თუმცა ადამიანთა გონებაში ასათიანის დამღა ჯერ კიდევ არ დახურულა.

ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით. საზოგადოების თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე გარიყული ჯგუფია. რომლებსაც იურიდიული უფლებებიც კი არ გააჩნდათ, მიუხედავად დაავადების სიმწვავისა და ადამიანის შემორჩენილი ფუნქციური უნარებისა. მათი აზრი ყოველთვის უგულებელყოფილი იყო. არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობის, ქორწინების, შვილების გაზრდის უფლებები. საბედნიეროდ ჩვენი სახელმწიფო ეტაპობრივად მცირე ნაბიჯებს დგავს წინ და ცდილობს კანონმდებლობაში ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის გათვალისწინებით შეიტანოს ცვლილებები. ღირსება – ეს წლევანდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებული კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილია. ღირსეული ცხოვრება კი ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მისი დაავადების თუ სხვა სტატუსისა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე

ღირსება ადამიანს მრავალი ფორმით შეიძლება შეულახო. მათ შორის ყელაზე მძიმე ფორმა ალბათ დაცინვაა. განსაკუთრებით მძიმე როდესაც დაგცინიან საკუთარი დაავადების ან ფიზიკური მდგომარეობის გამო. ‘’შიზოფრენია გადაარჩენს საქართველოს’’ ეს ფრაზა ყოველდღიურად ისმოდა ვანოს შოუს სარეკლამო ტიხრიდან, რითიც ყოველდღიურად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ღირსება ილახებოდა. ყურად არც მშობელთა ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრის წერილი იღეს. მხოლოდ მას შემდეგ რაც რეკლამამ დრო მოჭამა გაქრა ტელეეთერებიდან – ‘’შიზოფრენია გადაარჩენს საქართველოს’’.

მედიას ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს, მისი დაავადების ხაზგასმა. რასაც სავალალო შედეგები მოაქვს სხვა ადამიანებისთვის. ერთის ქმედება სხვებზე ტირაჟდება და იარლიყები ყველას თანაბრად ეკერებათ. თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები მინიმალურია. სამაგიეროდ ყოველთვის თითქმის უყურადღებოდ რჩება ყველა ღონისძიება, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა შესახებ არის საუბარი. სადაც ამბობენ რომ ყველას აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება.

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა. დღე როდესაც ადამიანები მცირედ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარს. საზოგადოების ყურადღებას მედიის, განსაკუთრებით ტელემედიის გარეშე ვერ მიიქცევ და ვერც შენ სათქმელს მიიტან სხვა ადამიანებამდე. არა იმიტომ რომ არ მოინდომე, უბრალოდ არ გისმენენ , თემა აქტუალური არაა, რატომ? იმიტომ რომ , დღეს მრგვალ ბაღში ‘’ფეისები’’ შეიკრიბნენ.

ასათიანის ქუჩაზე, ქუჩაზე სადაც ერთ დროს ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო და ასე სტგმატიზებულია ამ ფაქტის გამო. მზესუმზირებით ხელში შეიკრიბნენ ადამიანები, მშობელთა და პროფესიონალთა ორგანიზაციების ასოციაციის ‘’მოძრაობა ცვლილებებისთვის’’ ორგანიზებით და მსვლელობა გამართეს. სადაც გამვლელებს ტკბილეულს ურიგებდნენ და ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ულოცავდნენ. ქუჩაზე სადაც ერთ დროს ფსიქატრიული საავადმყოფო იყო სტრიტ არტი გამოჩნდა კდელზე დახატული- ფუფალა მზესუმზირების ფონზე. რათა ყველას შეგვახსენოს რომ – მზე ყველას თანაბრად გვათბობს!

დაინახე – პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – დამინახე – ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით – მაღიარე – ღირსეულ ადამიანად!ფუფალა

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

#საოჯახოჯობია

ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება  დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და ხო საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით. 
ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.  შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით  მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როგორ ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ. 
ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებს დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში. 
საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელია იზოლირება გამორჩეული ადამიანების. 
#community4all
Instagram
@andthenwedanced  პრემიერა კინოთეატრ ამირანში
და ჩვენ ვიცეკვეთ 🏳️‍🌈❤️🇬🇪
@borisbrejcha  in Tbilisi at @summersetfestival
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი