ინფექციურ საავადმყოფოში დაბუდებულ მძვინვარე საბჭოთა კავშირს რა ეშველება


“ინფექციურ საავადმყოფოში დაბუდებულ მძვინვარე საბჭოთა კავშირს რა ეშველება. ამბავი ასეთია, შიდსის მომსახურების ყველა კომპონენტი ექსკლუზიურად ამ თავკომბალა ცენტრშია თავმოყრილი. მათ შორის მედიკამენტების გაცემა. აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა და ყოველ თვე დაყავთ პაციენტები უბრალოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის წამალი რომ მისცენ. წამლის ღირებულება 5$ დან 50$ მდეა, არ ვსაუბრობთ ბრენდულ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. მასაც დღის 3 საათამდე თუ მოგცემენ და მაგალითად ახალალაქიდან წამოსულს თუ დაგიგვიანდა მოსვლა უკან მოგიწევს მიბრუნება. წამლის ანოტაციებიც პაციენტთა უფლებების კანონის უგულებელყოფით ქართულადაც არაა ნათარგმნი და ინგლისურის ცოდნის გარეშე ვერაფერს გახდები. მის მისაღებად დგახარ რიგში სადაც მხოლოდ აივ დადებითი ადამიანები დგანან და ხელს აწერ ჟურნალში სადაც დიდი ჩხუბის მერე რევოლუციური ცვლილება მოახდინეს, პაციენტების სახელი და გვარის ადგილას ფურცელი დააფარეს, მანამდე ამასაც ხედავდი შენს წინ რიგში მდგომს რა ერქვა და რა გვარის იყო, ხელმოწერას ახლაც ხედავ. შიდსის შესახებ კანონი გვაქვს, რაში გვჭირდება არ ვიცი მაგრამ გვაქვს, სადაც მკაცრად რეგულირდება კონფიდენციალობის დარღვევა, დაწესებულება სადაც პირველ რიგში უნდა სრულდებოდეს ეს კანონი ამგვარ გარემოს გვიქმნის და პრივატულობის და კონფიდენციალობის უგულებელყოფით გვაწვდის სერვისებს მათ შორის ისეთსაც რაც მის მიღმა უნდა ხდებოდეს. დონორმა ორგანიზაციამ მოგვცა დაპირება პრობლემის მოგვარების. ამათმა “პრობლემა გადაჭრეს” ყველაფერი უცვლელი დატოვეს, მათ შორის ეს ჟურნალიც იყიდეს აპარატები და ახლა იგივე რიგში ფურცლებით ხელში ვდგავართ. ისევ იმ ჟუნალში ხელით ვაფიქსირებთ ხელმოწერას. თან უკმაყოფილებას რომ აფიქსირებ აქეთ გეძახიან საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას 😂ეს არაა ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მდგომარეობით მოწვეული პრობლემა. სირცხვილია. დონორული დაფინანსებით მილიონებია გაფლანგული და საბაზისო სერვისებსაც კი ვერ ვიღებთ.”

.P.S ეს სკაფანდრიანი ხალხი ეზოში ისე არხეინად ეწევა თითქოს მოდის გამო იყოს ასე გამოწყობილი.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

#ccm #eeca #tb #hiv
Instagram
Instagram
Instagram
Instagram
ზემოდან არა გვიშავს

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი