“სამთავრობო პროპაგანდა თენგიზ ცერცვაძეს აქტიურად რეცხავს მაგრამ არა მგონია მაგ საქმიდან რამე გამოვიდეს. არაეთიკური, არაკვალიფიციური და კორუმპირებულია მის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი სისტემა, ვირთხების პოლიგონად რომ არის დღეს ქცეული. ინფექციურ კლინიკაში მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები არაა, ეთიკურობის, კონფიდენციალობის, პრივატულობის სრული უგულებელყოფით ხდება სამედიცინო საქმიანობა. რამდენიმე მაღალკვალიფიციური ექიმი რომელიც თავადვე გაუსაძლის პირობებში მუშაობს ვერაფერს ცვლის. გუშინ კორონავირუსის მქონე პაციენტის მხოლოდ სახელი და გვარი არ თქვა ბატონმა თენგიზმა, სხვა ყველა მაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია გაავრცელა პაციენტის, მათ შორის სამუშაო ადგილის შესახებ ცნობა, რაც უმძიმესი დანაშაულია და პაციენტთა უფლებების უხეში დარღვევა. მილიონობით ლარი იფლანგება ყოველწლიურად და პაციენტამდე მინიმალური სერვისებიც არ აღწევს. დაუყონებლივ უნდა ჩატარდეს ფინანსური აუდიტი, შეიცვალოს მენეჯმენტი და მოგვარდეს წლების განმავლობაში გადაუჭრელი ინფრასტრუქტურული პრობლემა. შიდსის სერვისების დეცენტრალიზების ფონზე. “

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

გამოიწერე ბლოგი

მიუთითეთ ელექტრონილი ფოსტის მისამართი. მიიღეთ ბლოგის სიახლეები.

Join 4 other subscribers

სოციალური მედია

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

ასოციაცია ბროწეული

ასოციაცია ბროწეული

Twitter


FBpage

Instagram

Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram

არქივი