ჩვენ ვქმნით ცვლილებებს – განცხადება შიდსის მსოფლიო დღის შესახებ


1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ჩვენ აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამ დღის მნიშვნელობას და თემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში 8028 აივ/შიდსის შემთხვევა დაფიქსირდა. რაც ეპიდემიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და დაბალი გავრცელების ქვეყნებს მივეკუთვნებით. მხოლოდ მსმ ჯგუფში ფიქსირდება მიკრო ეპიდემია რის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო მოვალეა განახორციელოს ჯგუფზე მიმართული პრევენციული ღონისძიებები და შეამციროს ლგბტ თემის მიმართ არსებული უფლებრივი იგნორირება და აღმოფხვრას დისკრიმინაცია. ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ამ უფლების რეალიზება საზოგადოების გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებისთვის რთულ ბარიერებს უკავშირდება. სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა იდენტობის ნიშნით ხშირად პრობლემური ხდება. არის შემთხვევები როდესაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დისკრიმინაციულ მიდგომებს ავლენენ განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. რის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამედიცინო სერვისები უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ჩვენ ვქმნით ცვლილებებს

ჩვენ ხაზს ვუსვამთ აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში არსებულ იმ გამოწვევებს რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. თბილისის შიდსის ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებს ქმნის. აღნიშნული უმწვავესი პრობლემა წლების განმავლობაში სახელმწიფოსა და შიდსის ცენტრის არასათანადო მუშაობის გამო ვერ გადაიჭრა, რაც გვაზარალებს ჩვენ როგორც პაციენტებს, ხდება ჩვენი იგნორირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პაციენტთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია არსებული მდგომარეობის გადახედვა.  მკურნალობის ცენტრალიზებული მოდელი კი  ჩვენთვის კონფიდენციალობის დარღვევის საფრთხეს წარმოადგენს რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მკურნალობის მიღების ბარიერია. ჩვენი ხედვით პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სერვისების დეცენტრალიზება.

დღეის მონაცემებით მკურნალობა თვითნებურად 8 დან 10% მდე ადამიანმა შეწყვიტა. რისი გამომწვევი მიზეზი არა მედიკამენტების გვერდითი ეფექტები არამედ სოციალური ფაქტორებია, არსებული პრობლემა იგნორირებულია და ქვეყანაში მკურნალობაზე დამყოლობის პროგრამები  არ ფუნქციონირებს. აღნიშნული პროგრამების ფუნქციონირებისას საკვანძო როლს სწორედ სათემო ჯგუფები წარმოადგენენ.

მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციულ და საზოგადოებაში არათანასწორ მდგომარეობაში ყოფნა განაპირობებს მათ ნაკლებ ჩართულობას ან სრულ იგნორირებას აივ/შიდსთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრისას. არსებული პრობლემების დაძლევა თემის აქტიური ჩართულობითაა მხოლოდ შესაძლებელი. თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანია და საჭიროა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. უნდა გადაიხედოს  არსებული მიდგომები ,მოწყვლადი ჯგუფების მეტი გათვალისწინებით, მათი აზრის მოსმენით და მათზე მიმართული გადაწყვეტილებების  პროცესში მათი რეალური  ჩართულობით. რეალური ჩართულობის მისაღწევად საჭიროა დისკრიმინაციის შემცირება და სტიგმის აღმოფხვრა. სტიგმა მთავარი ბარიერია აივ დადებითი ადამიანებისთვის ისევე როგორც სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

საჭიროა რიცხვებიდან ადამიანებზე გადავიტანოთ აქცენტი. თემის აქტიური ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. ჩვენ ვქმნით ცვლილებებს!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

სოციალური მედია

Twitter


FBpage

Instagram

"– რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ „თხა და გიგოს”, მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა – ცუდი…
– კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან – გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები." კახა ბენდუქიძე 🖱 http://www.gabo.ge/archives/1078

#Georgia #Liberal #Republic
ალო საბჭოთა კავშირია?
#USSR  #USSRDESIGN #phonephotography #ussraesthetic
პირბადე არ აქვს, არ უშვებენ 🐕🚌
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

#ussr #communism #children #army #leninism #dictatorship #unicef
მზეჭაბუკი

1965 წელი

მოქანდაკე: ჯუნა მიწატაძე
არქიტექტორი: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

#ussr #ussrarchitecture #ussrdesign #ussraesthetic #georgia #sport
I miss #sukhumi 🌴

#georgia🇬🇪 #abkhazia #tbilisi🇬🇪

ასოციაცია ბროწეული

ასოციაცია ბროწეული

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 1 other subscriber

არქივი