საოჯახო ჯობია


ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ჰქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენ ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

დღეს ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით.

ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია. შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როდესაც ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ.

ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებ დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში.

საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელიაჯ იზოლირება გამორჩეული ადამიანების.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი