როგორ შევცვალოთ სერგიას და სხვების ცხოვრება


სერგია ინტერნეტის ვარსკვლავია, ქოუბების ვარსკვლავი, ქუთაისის კოლორიტი, კეთილი და უწყინარი ადამიანი დიდი სევდით. ისტორიით რომელიც ბევრ სხვა ადამიანსაც გადახდა, მათი ისტორიებით იშვიათად ინტერესდება საზოგადოება, კიდევ უფრო იშვიათად სახელმწიფო და ეკლესია, რომელთა ამბები ერთმანეთის მსგავსია. ფაბულა თითქმის ყველა ისტორიაში ერთი და იგივე: მშობლები გარდაიცვალნენ, ახლო ნათესავებმა მათზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, მიატოვეს, მათი ქონება მიისაკუთრეს, დარჩნენ კეთილი ადამიანების იმედად, თავი მათხოვრობით გააქვთ და მცირე პენსიით, მასაც იმ შემთხვევაში იღებენ თუ კეთილი ადამიანები პენსიისთვის განკუთვნილი საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

რა სურს სერგიას და მის მსგავსად სხვა ადამიანებს? არაფერი განსხვავებული მისგან რაც თითოეულ ჩვენგანს გვსურს. ვცხოვრობდეთ მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში საზოგადოების გვერდით, გვყავდეს ცხოვრების თანამგზავრი, ვმუშაობდეთ და ჩვენ სარჩოს ჩვენივე შრომით მოვიპოვებდეთ. არ გვავიწროვებდნენ  განსხვავებულობის ნიშნით. გვქონდეს სათანადო მხარდაჭერა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. გაგვაჩნდეს ის მინიმალური უნარები რაც თავის გადარჩენაში და შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელ ცხოვრებაში დაგვეხმარება. როდესაც ადამიანებს ეს მინიმალური  საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვთ, პროფესიულ წრეებში იძახიან რომ საზოგადოება ინკლუზიურია, ადამიანები თანასწორუფლებიანები და ცხოვრობენ მათთვის ბუნებრივ გარემოში საზოგადოების გვერდით.


იმისთვის რომ სერგია ცხოვრობდეს ჩვენს გვერდით მხოლოდ კეთილი ადამიანები არ არიან საკმარისნი, რადგან მათი მხარდაჭერა ვერ იქნება სისტემური. მხოლოდ მცირე თანხითა და ნივთების გაცემით ვერ შევძლებთ მათ სათანადო დახმარებას. ამისთვის მხარდამჭერი სერვისების, მცირე საოჯახო ტიპის სახლების არსებობაა საჭირო. მათი არსებობისთვის კი სახელმწიფოს, ეკლესიის, ბიზნეს სექტორის და საზოგადოების მხარდაჭერა უმთავრესი წინაპირობაა.  დღეს საქართველოში რამდენიმე მსგავსი სერვისი არსებობს, რომლებსაც ძირითადად უცხოური ფონდები აფინანსებენ, ფონდების მხრიდან სერვისების მხარდაჭერის ლიმიტი დროშია განსაზღვრული, მხარდაჭერის მიმღები ადამიანების რაოდენობა კი შეზღუდული. სახელმწიფოს და საზოგადოების ნება ადამიანის საჭიროებებზე მორგებული სერვისების არსებობაზე, უმთავრესი წინაპირობაა  რომ სერგიას მსგავსად არ გავრიყოთ ადამიანები, გავუწიოთ მათ სისტემური მხარდაჭერა, რათა არ გავწიროთ ისინი გაურკვეველი მომავლისა და იზოლირებისათვის. ამისათვის სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა გამოხატოს ნება და ბოლომდე მიიყვანოს პროცესი რომელსაც დეინსტიტუციონალიზაციას ეძახიან.

ფოტო © Amy Vitale

დეინსტიტუციონალიზაცია ენის გასატეხი სიტყვა არ არის, ასე ეძახიან პროცესს როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას  დიდი ზომის ინსტიტუციები, რომლებსაც ინტერნატებად ან საგიჟეთებად მოვიხსენიებთ და საზოგადოებისგან იზოლირებულ ადგლებშია განთავსებული ხოლო სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან ვიგებთ რომ  უგულებელყოფა და ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო ცხოვრების ჩვეული ყოფაა აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩაანაცვლოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რომლებიც იქნება განთავსებული საზოგადოების გვერდით. სადაც იზრუნებენ ადამიანთა ინდივიდუალურ საჭიროებზე, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე, მათი დასაქმების ხელშეწყობაზე. ექნებათ მხარდამჭერი გარემო, მოუსმენენ მათ და მათი ინტერესები და სურვილები იქნება გათვალისწინებული მათივე მომავლის დაგეგმვისას, იქნებიან ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები და იცხოვრებენ საზოგადოების გვერდით.

ინტერნეტში სერგიას შესახებ გადაღებული ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც 90 იან წლებშია ჩაწერილი, სადაც ქუთაისის კოლორიტი სერგია ჩვეული სიდარბაისლით ყვება მის ამბავს, ამბავს რომელიც ბევრ სხვა ადამიანს გადახდა მის მსგავსად, ამბავს სადაც სახელმწიფოსა და საზოგადოების ნება სერგიას მომავლის შესაცვლელად უმთავრესი წინაპირობაა. ეს ნება კი ათეულობით წელია მხოლოდ ერთჯერად დახმარებაში გამოიხატება, რაც არასაკმარისი და არასისტემურია, კომენტარებიდან ვიგებთ რომ სერგია ამჟამად ერთ ერთ ინსტიტუციაში ცხოვრობს საზოგადოებისგან უკვე განცალკევებით, სადაც მისი მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი და ტრაგიკულია.

ჩვენ შეგვიძლია ერთად შევცვალოთ მისი და ბევრი სხვა ადამიანის მომავალი იმით რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ არ განაცალკევოს ეს ადამიანები ჩვენგან და ჩვენს ირგვლივ შექმნას და მხარი დაუჭიროს მათ მხარდამჭერ სერვისებს. ნაცვლად  ინსტიტუციების დაფინანსების ზრდისა პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე საოჯახო ტიპის და სათემო საცხოვრისებს. იყოს ინოვაციური მიდგომების მხარდამჭერი და უარი თქვას ადამიანთა იზოლაციაზე. პროცესი რომელსაც დეინსტიტუციონალიზაციას ეძახიან იყოს ბოლომდე მიყვანილი და მხარდაჭერილი რადგან ჩვენ საზოგადოებას გვაქვს პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ ჩვენივე საზოგადოების წევრებზე რომლებსაც ჩვენი სისტემური მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ერთჯერადი დახმარება ჩვენივე სინდისის დასამშვიდებლად.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად როდის აღიარებენ საბჭოთა საქართველოდან შემორჩენილ ამ ტელეფონის აპარატის ნარჩენებს🧐
#borisbrejcha at #tbilisi #freedommusikfest
თბილისის მეტრო ქალაქში გადაადგილების სწრაფი საშუალებაა. მეტროში საცობები არაა. #იმგზავრემეტროთი
დიდ მხატვარს კარგავს მსოფლიო ჩემი სახით
#doodle #fabrika #csrdggeorgia
#Tbilisi
#ART #sunset #georgia

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი