ჰომოსექსუალობა არჩევანი არაა, სიძულვილი არჩევანია


იყო ჰომოსექსუალი ცხოვრების რთული მოცემულობაა. ეს არჩევანი არაა, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ისეთივე როგორიც შენი ნებისმიერი იდენტობა. ადამიანები ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განვსხვავდებით. მიუხედავად ამისა, ჩვენს შორის ბევრად მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. ხშირად ჩემი განსხვავებულობა, შენში მიუღებლობას იწვევს. რთულია გაუმკლავდე ზიზღნარევ მზერას უცხო ადამიანებისგან, რომელთათვის არაფერი დაგიშავებია. უარი თქვა ადამიანებზე რომლებიც შენთვის ძვირფასნი იყვნენ და მხოლოდ იმის გამო რომ შენ მათგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია გაქვს გავიწროებენ.

ორმაგი ცხოვრება გეი მამაკაცების ყოფის მძიმე ტვირთია, რომლისგან გათავისუფლება მხოლოდ საკუთარი იდენტობის სხვებისთვის გამხელით შეიძლება. მე გამიმართლა, ცხოვრება თავიდან დავიწყე, იმაზე მეტი ადამიანი შევიძინე ვიდრე დავკარგე. ნიღბის გარეშე ცხოვრება, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებაა, რომლისთვისაც მსხვერპლის გაღება ღირს. თუნდაც ეს მსხვერპლი დანარჩენი სამყაროს ზიზღი იყოს შენს მიმართ. ჩვენი ყოფა ყოველდღიური ტანჯვასთან არის დაკავშირებული, ტანჯვასთან იყო ადამიანი. ისეთივე როგორიც შენ.

ხშირად მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი. რომ გვიყვარს, გვწყინს, გვიხარია, რომ ჩვენი მოჩვენებითი მხიარულების მიღმა დიდი სევდაა, რომ ჩვენი განსხვავებულობა ისეთივეა როგორც შენი განსხვავებულობა, რომ ცხოვრება მრავალფეროვანია და სიყვარულიც მრავალგვარი. სიყვარულის განსხვავებულობას ღმერთის სახელით ტაბურეტკებით არ უნდა დასდევდნენ. სიძულვილი რელიგია არ არის. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა, დღე როდესაც იმ ადამიანებს იხსენებენ ვინც ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ემსხვერპლა, დღე როდესაც საბის ბიანკას, ზიზის ვიხსენებთ. ადამიანებს ვინც ჩვენს გვერდით იყვნენ და თქვენს სიძულვილს ემსხვერპლნენ. გლოვის დღე, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ზეიმის დღედ იქცია და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. დღე როდესაც ღმერთის სახელით ადამიანთა შორის უთანასწორობა ზეიმობს. სახელმწიფო კი უკვე წლებია ვერ უზრუნველყოფს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვას. ვერ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას.

© PHOTOESSAY

ტყუილია როდესაც ამბობენ რომ ოჯახებში არავის უვარდებიან, შარშან 17 მაისს საკუთარ სახლში ოთხი ადამიანი დამესხა თავს. მიუხედავად ჩემი მცდელობისა და დანაშაულის მოტივის განმარტებისა სამართალდამცავი უწყებების მიმართ. გამოძიება ჯგუფური ძარცვის მუხლით დაიწყო. დაკავებული ოთხი თავდამსხმელიდან მხოლოდ ერთია, რომელსაც ნივთების ქურდობა ედება ბრალად. სწორედ ამგვარი დანაშაულების სათანადოდ არ გამოძიება ქმნის ფონს, თითქოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქვეყანაში არ ხდება რომ ჰომოფობია და ტრანსფობია მხოლოდ ჩვენი აკვიატებაა. შედეგად კი ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირება სიძულვილს. ჰომოსექსოალობა არჩევანი არაა, სიძულვილი არჩევანია. ნუ დადგები ძალადობის მხარეს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ვითარდება #streetart  ი 🙊
ვირტუოზი მუსიკოსები🎻
სოციალური საწარმოების გამოფენა @fabrika_tbilisi ში #იყიდე_სოციალური_საწარმოსგან #buysocial
ვცქმუტავ 🙈
უხდება თბილისს #streetart
@sevdaliza_  ს საოცარი შოუ @tbilisi_open_air ზე

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 1 other subscriber