სახლი სადაც თავისუფლებაა


„თავისუფლებაა როდესაც საკუთარ ცხოვრებას შენით მართავ. იმზადებ საჭმელს, ირეცხავ სარეცხს, იღვიძებ მაშინ როდესაც ეს გსურს, სახლიდან გადიხარ, როცა ამის სურვილი გაქვს და არ ხარ რეჟიმში” – მიყვება გიორგი საკუთარი ცხოვრების შესახებ. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გიორგი თბილისში “ხელი ხელს” საოჯახო ტიპის გარემოში მის ორ მეგობარ, დათუნასა და გიორგისთან ერთად ცხოვრობს.  3 ადამიანს ერთი ასისტენტი ყოველდღიური რუტინის დაძლევაში ეხმარება.  მათ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე აძლიერებს.

გიორგი, საოჯახო საცხოვრისში გადმოსვლამდე, დუშეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ცხოვრობდა.  ის ხშირად მეგობრებს სტუმრობს. დღეს მეც მასთან ერთად მივდივარ. გზაში ამბებს ვიხსენებთ.

ფოტო (C) AMI VITALE

„აქ სულ ხმაური იყო. ერთად 44 ადამიანის ცხოვრება რთულია. 9 საათზე უნდა გაიღვიძო. 10-ზე სასადილოში საჭმელი ჭამო. თუ დაგეძინა, შეიძლება საჭმელი აღარც დაგხვდეს. გარეთ გასვლა თუ გინდა, საშვი  გჭირდება. 6 საათის შემდეგ გარეთ გასვლის უფლება არ გაქვს. მე ეს არ მომწონდა. ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი ოთახი მქონდა, მაგრამ სულ გარეთ ვიყავი. დუშეთში ბევრი მეგობარი მყავს“

პანსიონატი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. ვიწრო დერეფნის გარშემო ოთახებია. ოთახის კარზე მცხოვრებთა სახელებია მიწერილი. ყველა ფუსფუსებს. დღეს პენსიის დღეა. დღე როდესაც მცირედი სურვილების ასრულება შეიძლება. ზოგი ნებადართული, ზოგიც აკრძალული სურვილის.  შენაძენის დამოუკიდებლად გაკეთებას ყველა ვერ ახერხებს. ვისაც ქმედუუნაროს სტატუსი აქვს, მხარდამჭერი ყავს დანიშნული.  ისინი საყიდლებზე წასვლას მხარდამჭერთან ერთად გეგმავენ.

პერსონალი კეთილგანწყობილია. გიორგის ყველა სიხარულით ხვდება. ჯერ მენეჯერის ოთახში შევდივართ, მერე ფსიქოლოგს ვსტუმრობთ, შემდეგ მცხოვრებლებს მოვინახულებთ. გიორგი თავის ყოფილ ოთახს მაჩვენებს, დიდი ნათელი ოთახია.  ნელი ბებიას სანახავად მიიჩქარის. ის მოვლის საჭიროების მქონე პირია და ლოგინად წევს. გიორგის ეუბნება, რომ ხშირად ლოცულობს მასზე და ლოცვა ერთადერთია, რაც აძლიერებს. გიორგის დანახვისას თვალები სიხარულით უბრწყინავს. პანსიონატში მძიმე და საშუალო გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირები, ეტლით მოსარგებლე პირები და მოვლითი საჭიროებების მქონენი ერთად ცხოვრობენ.  სხვაგან წასასვლელი არავის აქვს. თუმცა, ყველა სადღაც მიდის. ზოგს ქუთაისში უნდა, ზოგს ბათუმში, ზოგსაც თბილისში.  სახელმწიფო სერვისები რომლებიც ამ ადამიანების საჭიროებებზე იქნება მორგებული ჯერ გაუმართავია. ამიტომ დიდ ინსტიტუციაში, რომელიც დახურული დაწესებულებაა ყველა ერთად ცხოვრების ერთნაირი წესით  ცხოვრობს.

ფოტო ©AMI VITALE

„ხელი ხელში” – საოჯახო საცხოვრისში, სიმყუდროვეა, დამოუკიდებლად ცხოვრების – მეტი შესაძლებლობა. ჩემი ოცნება იყო ტელევიზორთან მყუდროდ მოვკალათებულიყავი და საყვარელი ფილმი მშვიდ გარემოში მენახა, ბევრი მეგობარი ბავშვი მყოლოდა. მე ეს ოცნება ამიხდა. კარგი მეზობლები მყავს იქ. დასაქმების საშუალებაცაა. პროფესიულ სასწავლებელშიც ვცადე ჩაბარება“ – მეუბნება გიორგი

 

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია “ხელი ხელს” 5 წლისაა.  გიორგი ამ ორგანიზაციის ერთ ერთი სახლის მცხოვრებია. გურჯაანსა და თბილისში, “ხელი ხელს” 6 საოჯახო საცხოვრისში, ოჯახური სიმყუდროვისთვის, 25 ადამიანი (თითო სახლში 3-5 ადამიანამდე) ცხოვრობს.

 

აქ ადამიანები თავისუფლებას სწავლობენ,

აქ ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ,

აქ ადამიანები საზოგადოებას უბრუნდებიან,

აქ ადამიანები ბედნიერებას სწავლობენ.

 

#ხელიხელს

#საოჯახოჯობია

გოჩა გაბოძე – “ხელი ხელს” კომუნიკაციის მენეჯერი

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში : ინდიგო

 

 

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ჭიათურა

#chiatura #imereti #georgia #travelingeorgia #town
იმერული ოდა
#travel #travelingeorgia #imereti #sachkhere #oda #vintage #oldhouse #georgia
Instagram
#BIAFF #BIAFF12 #BIAFF2017
#batumi #port #sunrise
#batumi #farewell #bycicle

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,056 other subscribers