ლექსო ფოდიაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


 

მე ვარ ლექსო ფოდიაშვილი, 24 წლის.

სკოლაში და ბაღში არ მივლია, რადგანაც მაშინ ჩვენ სკოლაში არ გვიღებდნენ. შესაბამისად ბავშვობის მეგობრები არ მყავს. დედას ქონდა რამდენიმე მცდელობა ჩემი შეყვანის, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდა. დავდიოდი მხოლოდ დღის ცენტრში, მაგრამ წერა და კითხვა მაინც ვისწავლე, დედამ შემასწავლა.

რამდენიმე წლის წინ, როცა გავიგე პროფესიული ინკლუზიური განათლების შესახებ, მეც მომინდა სწავლა. აღმოჩნდა, რომ ატესტატის გარეშე ვერ ჩავაბარებდი. ამიტომ ექსტერნი სპეციალური გამოცდების მეშვეობით მოვიპოვე 9 კლასის ატესტატი, ჩავაბარე მზარეულის პროფესიის კურსზე, ვსწავლობდი 8 თვე. გავიარე პრაქტიკა და სტაჟირება სოციალურ კაფეში „რეას ციყვები“.

ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ზოგჯერ მხატვრობა ჩემი შემოსავლის წყაროა, რამდენჯერმე გავყიდე ჩემი ნახატები კარგ ფასად, საზოგადოებას მოსწონს ისინი. მე ვოცნებობდი კიდეც მხატვრის პროფესიაზე და ამ მიმართულებით ჩემი უნარების გაღრმავებაზე, მაგრამ აკადემიის კარი ჩემთვის დაკეტილია, პროფესიულ კოლეჯებში კი მსგავსი მიმართულებები ჩემთვის არ აქვთ. ამ ეტაპზე არც ვწავლობ და არც ვმუშაობ. დაკავებული ვარ თეატრალურ დასში, სადაც ვასრულებ ამა თუ იმ როლს და ვთვლი, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. მიმაჩნია,რომ მე უნდა მქონდეს სამსახური, რათა მქონდეს ჩემი შემოსავალი, რაც მომცემს დამოუკიდებლობის საშუალებას. მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიძებნა ადგილი სადაც მე შევძლებდი დასაქმებას და შესაბამისი ანაზღაურების მიღებას.

სახელმწიფო ვალდებულია დაგეგმოს დასაქმებისა და განათლების პოლიტიკა ჩემი შეხედულებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამიტომ უნდა მომისმინოთ, კარგად გააანალიზოთ თუ რა დამატებითი საჭიროებები გვქავს ჩვენ და ჩვენთან ერთად დაგეგმოთ სისისტემური ცვლილებები.
ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

#ხმაური_გამარჯვებისთვის
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი ოქროს პრომეთე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა #TIFF
#nosferatu #movie #TIFF #tbilisiinternationalfilmfestival
ყველაზე არტია
სიღნაღი 🍂🍁
20 ნოემბერი ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,088 other subscribers