ლევან გოცაძის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მე ვარ ლევან გოცაძე, მე-11 კლასის მოსწავლე. 4 წლის ასაკში შევედი ბაღში. მე-7 კლასამდე ვსწავლობდი ლოგოპედიურ სკოლაში, რომელიც ინკლუზიური სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით დაიხურა, რის გამოც მომიხდა გადასვლა მე-20 საჯარო სკოლაში.

ლოგოპედიურ სკოლაში პედაგოგები ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვიყავით ამ სკოლის მუშაობით. მე-20 სკოლაში კი მასწავლებლები ნაკლებ დროს მითმობენ, გაკვეთილს მეკითხებიან იშვიათად. მე ეს ძალიან არ მომწონს და ხშირად უკმაყოფილებას გამოვხატავ, რადგანაც ვფიქრობ რომ მე მეტი შემიძლია. მიუხედავად ამისა, მე არჩევანს ვაკეთებ მე-20 სკოლაზე. მომწონს, რომ ჩემს თანატოლებთან ერთად ვიღებ განათლებას, მყავს კლასელები და მეგობრები, რომლებიც პატივს მცემენ და ვუყვარვარ, ისინი მეც ძალიან მიყვარს და თავს ბედნიერად ვგრძნობ მათ გარემოცვაში. მალე სკოლას ვამთავრებ. ძალიან ვნერვიულობ გამოცდებზე და იმედი მაქვს პედაგოგები მომეხმარებიან შევძლო ჩემი ცოდნის მაქსიმალური გამოყენება. სკოლის გაკვეთილების შემდეგ დავდივარ ტენისზე, ცეკვაზე და ინკლუზიურ თეატრში, სპექტაკლებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. 2007 წელს 13 წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე ჩინეთში ქ. შანხიში გამართულ სპეციალურ ოლიმპიადაში და ტენისში მესამე საპრიზო ადგილი მოვიპოვე. 2014 წელს ბრიუსელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ამჯერად მაგიდის ჩოგბურთში, 2015წ მონაწილეობა მივიღე სტამბოლის ხელოვნების ფესტივალში სადაც საქართველო ცეკვით წარმოვაჩინე. მე მაქვს ჩემი გეგმები ცხოვრებაში, მინდა, რომ ვისწავლო ბევრი და შევძლო მქონდეს ჩემი საქმე. მე მჭირდება ამისათვის დამატებითი მხადაჭერა. ამიტომ, სახლემწიფოს და საზოგადოებას მივმართავ მაქსიმალურად ხელი შეგვიწყოს ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უზრუნველყოს ჩვენი განათლება, პროფესიის მიღება და დასაქმება, რაც დამეხმარება შევძლო ღირსეულად დამოუკიდებელი ცხოვრება.

ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

#ხმაური_გამარჯვებისთვის
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი ოქროს პრომეთე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა #TIFF
#nosferatu #movie #TIFF #tbilisiinternationalfilmfestival
ყველაზე არტია
სიღნაღი 🍂🍁
20 ნოემბერი ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,088 other subscribers