გიგო შიუკაშვილის მოხსენება კონფერენციაზე – ჩემი ხმა საზოგადოებაში


მოგესალმებით, მე ვარ გიგო შიუკაშვილი, 21 წლის.

ბაღში 3 წლის მივედი, 7 წლიდან დავდიოდი  დღის ცენტრებში, რადგან სკოლაში არ მიმიღეს. ამასობაში ინკლუზიაც წამომეწია და 14 წლიდან წავედი 21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც შარშან დავამთავრე. ძალიან მიყვარდა და მომწონდა ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. ბევრი საგნებიც შევისწავლე, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება მომწონდა ყოველთვის, იქ ჩემი  და ჩემი მეგობრების უფლებებზე ბევრს მასწავლიდნენ. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მქონდა. ატესტატის გამოცდებზე ვერ გავედი, რადგან ჩემთვის ტესტები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ  მომცეს სერტიფიკატი ჩემი კლასელებისგან განსხვავებით 🙁

10 წლიდან ვდგევარ სცენაზე და ვმსახიობობ, მგონი კარგად გამომდის, რადგან ჩემს გარდა ეს სხვებსაც მოსწონთ. ჩემთვის კი თეატრი მთელი ცხოვრებაა. ბავშობიდან ვოცნებობ მსახიობობაზე. სკოლის დამთავრებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი სერტიფიკატით შემეძლო ჩამებარებინა მხოლოდ მზარეულის, მეტყევის, მეთევზის ან ბართენდერის სპეციალობაზე. ეს რომ გავიგე ბევრი ვიცინე, მაგრამ ამან არ მიშველა და დედის რჩევით ბართენდერის სპეციალობა ავირჩიე. ბევრ ჩემს მეგობარს დამთავრებული აქვს მზარეულის კურსი, მაგრამ არ მუშაობენ სპეციალობით, ნეტა მეც ასე უნდა ვიყო?

ჩემმა კლასელებმა იქ ჩააბარეს, სადაც უნდოდათ, ბედნიერები…

მე მინდა ვიცხოვრო ცალკე, ქალაქგარეთ, დედის გარეშე, საყვარელ გოგონასთან ერთად, მქონდეს ჩემი საყვარელი სამსახური, მყავდეს მანქანა და ძაღლი.

 

პლიუს 1 ქრომოსომა არ ნიშნავს მინუს 1 დამოუკიდებელ პიროვნებას!

დიახ, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და მე მსურს გავხდე პროფესიონალი მსახიობი.

მე მაქვს ამის კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფოს კი აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეს!

ეს არის ჩემი ხმა საზოგადოებაში

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ჭიათურა

#chiatura #imereti #georgia #travelingeorgia #town
იმერული ოდა
#travel #travelingeorgia #imereti #sachkhere #oda #vintage #oldhouse #georgia
Instagram
#BIAFF #BIAFF12 #BIAFF2017
#batumi #port #sunrise
#batumi #farewell #bycicle

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,056 other subscribers