პიკის საათი ბაბალეს წვეულების შესახებ


გიორგი და ქრისტინა სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია “ხელი ხელის” მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისში ცხოვრობენ, მათ სოციალურ საწარმო ბაბალეში სწავლების და სტაჟირების პროგრამა გაიარეს რის შემდეგაც დასაქმდნენ. გიორგი და ქრისტინა საწარმოში ხელნაკეთ სუვენირებს ამზადებენ.

სოციალური საწარმო ბაბალე ინკლუზიურ დასაქმებას უწყობს ხელს სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ხელით მოხატულ სუვენირებსა და ტექსტილს.

10 დეკემბერს “ბაბალე” მაღაზია სახელოსნოს ხსნის, სადაც შესაძლებელი იქნება მათ მიერ დამზადებული ნამუშევრების შეძენა. მაღაზია თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის 30 ა ნომერში იქნება განთავსებული.

საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა პიკის საათი სწორედ ამ საწარმოს შესახებ საუბარს დაეთმო. სადაც მიწვეული სტუმრები იყვნენ: საწარმოში დასაქმებული გიორგი ღვინიაშვილი, ქრისტინა მიხაელოვა და ბაბალეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გოჩა გაბოძე.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

საოჯახო ჯობია! გიორგი იუბილარია 22 წლის გახდა. უკვე მეგობრებიც ყავს, კარის მეზობელ ბესო ძიასაც ეხმარება ეზოს მოვლაში, შრომის ფასიც იცის და სუფრის თავკაციც ისაა. აქ ადამიანებს ბედნიერებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას ასწავლიან. მიხარია რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვიყავი და ყველა ოჯახური ზეიმის სასურველი სტუმარი ვარ. ეს ხელი ხელს საოჯახო სახლია. აქ დარწმუნდებით რომ დეინსტიტუციონალიზაცია შესაძლებელია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დიდი ზომის ინსტიტუციებში საზოგადოებისგან განცალკევებულ გარემოში არ უნდა ცხოვრობდნენ.
#community4all
Instagram
🖤
თბილისის ხედი 
#travelingeorgia #tbilisi
ნარიყალას ციხე 🏰#travelingeorgia #tbilisi
ეს დღე ჩვენია 🇬🇪

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი