“ლგბტ საქართველოს” განცხადება “იდენტობას” ყოფილი დირექტორის ბრალდებებთან დაკავშირებით


არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველო” ა/ო იდენტობას ყოფილი აღმასრულეელი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის ბრალდებებს პასუხობს.

ლგბტ საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც მან ორგანიზაცია “ლგბტ საქართველო” მის წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებისთვის “შტაბის” მოწყობასა და “იდენტობას“ ქონების მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა.

7 თებერვალს, გამოცემა “17 მაისზე” გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში ირაკლი ვაჭარაძე წერს: “მოკლედ, რომ განვმარტო: ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი გადაიბირა, იდენტობას აქამდე აუღებელი ციხე შიგნიდან გატეხა, დანარჩენმა წევრებმა, მათ შორის გამგეობამ, პილატესავით ხელები დაიბანეს, ხოლო ზოგიერთმა ჭკვიანმა ‘კონკურენტმა’ იდენტობას გამგეობას მოსთხოვა ‘ეგ გრანტები ჩვენ გადმოგვიფორმეთო’ (ფაქტი: მსგავსი რამ ბუნებაში არ ხდება) და როგორც ხდება ხოლმე, მონასტერი აირია.”

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გვსურს განმარტება გავაკეთოთ.

1) “ლგბტ საქართველოს” ოფისი ღიაა თემის ყველა წევრისთვის და მათი მეგობრებისთვის. ყველა ლგბტ ადამიანს და/ან მათ მეგობარს აქვს უფლება მოვიდეს რესურს ცენტრში და ისარგებლოს არსებული რესურსებით. რესურს ცენტრის არსებობის მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. “იდენტობას” ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებს რესურს ცენტრით არაერთხელ უსარგებლიათ, თუმცა ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი და “ლგბტ საქართველო” პრინციპულად ემიჯნება პროცესებს რასაც ადგილი აქვს ორგანიზაცია “იდენტობაში”.

2) რაც შეეხება გრანტების გადაფორმების თუ ქონების მითვისების შესახებ ირაკლი ვაჭარაძის განცხადებას: ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული ბრალდება განპირობებულია “იდენტობას” გამგეობის წევრის, ლევან ასათიანის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებებით. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ლევან ასათიანი უშუალოდ ესაუბრა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოს ჩვენ რომელიმე დონორს ან გამგეობის წევრს მივმართეთ ქონების ან გრანტის გადმოფორმების სურვილით. სავარაუდოდ, ირაკლი ვაჭარაძის ამგვარი ბრალდებების საფუძველიც ლევან ასათიანის უპასუხისმგებლო ქმედებები გახდა. გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არსად და არცერთ სივრცეში არ დაყენებულა და ადგილი აქვს დაუსაბუთებელ ბრალდებას ჩვენ წინააღმდეგ, რაც ჩირქს ცხებს ორგანიზაციის იმიჯს.

ჩვენ, როგორც ლგბტ საკითხებზე მომუშავე აქტივისტური ორგანიზაცია, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და პრინციპულად არ ვაკეთებთ განცხადებას გამოძიების დასრულებამდე. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ორგანიზაცია „იდენტობას“ ყოფილ დირექტორს და გამგეობის ცალკეულ წევრებს თავი შეიკავონ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ჭიათურა

#chiatura #imereti #georgia #travelingeorgia #town
იმერული ოდა
#travel #travelingeorgia #imereti #sachkhere #oda #vintage #oldhouse #georgia
Instagram
#BIAFF #BIAFF12 #BIAFF2017
#batumi #port #sunrise
#batumi #farewell #bycicle

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,056 other subscribers