სოციალური საწარმო ბაბალე საშობაო პროდუქციას გთავაზობთ


ბაბალე საახალწლო სამზადისშია. აქ თქვენს საშობაო განწყობას ქმნიან. ისინი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობით, ხელით მოხატულ საახალწლო სათამაშოებსა და ხელნაკეთ სუვენირებს ამზადებენ. სოციალური საწარმო ბაბალე თბილისში, ნაფარეულის 6 ნომერში მდებარეობს. ერთ სივრცეში განთავსებულია მაღაზია და სახელოსნო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ მზადდება ჯადოსნური, ფერადი და სითბოთი და სიყვარულით შექმნილი ნივთები. რომლებიც თქვენს საახალწლო განწყობას აამაღლებენ და თქვენი სახლის, ოფისისა თუ ნაძვის ხის მორთულობას საოცარ სილამაზეს შემატებენ. ბაბალეში დამზადებული ნივთები საუკეთესო საშობაო საჩუქარი იქნება თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის. აქ მისაღებ ფასებთან ერთად საოცარი გემოვნებით შესრულებული ნივთები დაგხვდებათ, რომელთა შეძენისას თქვენ ასევე მხარს დაუჭერთ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებაში სრულფასოვან ცხოვრებას. ბაბალე სწორედ ის ადგილია სადაც მათ სხვადასხვა ხელსაქმის, ხელობის, პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

ბაბალეს მაღაზია ოქტომბრის თვეში ნაფარეულის 6 ნომერში გაიხსნა და მას შემდეგ ყოველდღიურად 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე მასპინძლობს დამთვალიერებსა და მყიდველებს. აქ ასევე სხვადასხვა სოციალურ საწარმოში დამზადებული პროდუქციის დათვალიერებისა და შეძენის საშუალება გეძლევათ. ბაბალე მხარს უჭერს სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური მიზნების მქონე ბიზნესის განვითარებას საქართველოში და აქტიურად თანამშრომლობს სხვა სოციალურ საწარმოებთან.

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

ფოტო © ანა გოგუაძე

პერიოდულად ბაბალეს სახელოსნოში დამზადებული ნამუშევრები გამოფენა გაყიდვებზე არის წარმოდგენილი. 19 დეკემბერს ჰიპერმარეტ სმარტის ვაკის ფილიალში სხვა სოციალურ საწარმოებთან ერთად ბაბალეს სტენდიც იქნება წარმოდგენილი. სადაც დღის 10:00 დან შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ბაბალეს პროდუქცია.

სოციალური საწარმო ბაბალე

სოციალური საწარმო ბაბალე

დაგეგმეთ თქვენი საშობაო შენაძენი გონივრულად. მხარი დაუჭირეთ ქართულ პროდუქციას, სოციალურ საწარმოებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ღირსეულ მომავალს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

1 Comment

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

20 ნოემბერი ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.
პერფორმანსი #შემოდგომისყვავილები
Instagram
ჭიათურა

#chiatura #imereti #georgia #travelingeorgia #town
იმერული ოდა
#travel #travelingeorgia #imereti #sachkhere #oda #vintage #oldhouse #georgia
Instagram

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,056 other subscribers