რიცხვებზე, რიცხვებზე და ისევ რიცხვებზე


ასეთია და მორჩა. ვერაგი ავადმყოფობაა ეს შიდსი. მაინც უპოვნეს გასაღები. კიდევ მეტსაც უპოვნიან. სამყაროს ჰქონია დაავადებები, რომლებიც საუკუნეები ტანჯავდა და ისინი ახლა არც გარიყვას და არც შიშს აღარ იწვევენ. არ იწვევენ სიკვდილსაც. ამის დროც მოვა. უბრალოდ ეს ზოგადი ამბავია. აქ და ახლა კი, ვითომ მიწისძვრები არ არსებობს. არც ტელევიზორი, არც გაზეთი, არც რადიო, არსად არავის ულაპარაკია ამ ადამიანებთან. მხოლოდ ავისმომასწავლებელი სათაურები და სტატისტიკა. ციფრები, იმის უკან კი ადამიანები, რომლებიც ვითომ არ არიან, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მიწისძვრები არ ხდებობა. ადამიანი კი აქ და ახლა არსებობს. აქ და ახლა ტკივა.

აკა მორჩილაძე

ავტორი: გოჩა გაბოძეგოჩა გაბოძე

34 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიომ ახალი დაავადების აივ ინფექცია/შიდსის შესახებ გაიგო. მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა მე-20 საუკუნის შავმა ჭირმა. კიდევ უფრო მეტი ადამიანი სტიგმა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ისინი გარიყეს ოჯახებიდან, გაათავისუფლეს სამსახურიდან, მათზე როგორც საცდელ კურდღლებზე, მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა.  აივ ინფექცია/შიდსი სასირცხვილო დაავადებად ითვლება და ითვლებოდა. რომელიც მხოლოდ მეძავებს, ჰომოსექსუალ მამაკაცებს, ნარკომომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს შეიძლება დაემართოთ, არავითარ შემთხვევაში სასულიერო პირებს, პედაგოგებს, ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილ ადამიანებს და მრავალს და მრავალს, მათ ვინც “სწორი ცხოვრების წესი აირჩია”.  მითები მრავალგარია რეალობა კი სხვა.

დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო სტატისტიკებზე, რიცხვებზე  რომელიც არსებითს არაფერს გვაძლევს. ყოველი რიცხვის უკან ადამიანი დგას, თავისი ისტორიით, ცხოვრების გზითა და მომავლის იმედით. იმედით რომ ერთ დღეს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა შეძლებს აივ ინფექცია/შიდსი განკურნებად დააადებად იქცეს.  ახლა 2015 წელია, აივ ინფექცია/შიდსი მართვადი ქრონიკული დაავადებაა. ის დროული მკურნალობის შემთხვევაში აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. მკურნალობის დაწყებიდან 1-2 წლის შემდეგ ვირუსის მაჩვენებელი აივ ინფიცირებულთა ორგანიზმში 0 ამდე დადის. იმუნიტეტი სტაბილურ მაჩვენებელზე რეგულირდება. აივ ინფიცირებულ ადამიანებს, მათ ვინც მკურნალობს უჩნდებათ ჯანმრთელი შვილები. მათგან ვირუსის გადაცემის ალბათობა მინიმუმამდეა დასული.  ყოველდღიურად ისინი იღებენ სამ აბ წამალს(განვითარებულ ქვეყნებში 1 აბს), რომელთაც გვერდითი ეფექტები თითქმის არ გააჩნიათ.

 

დღეის მდგომარეობით საშიში არა დაავადება, არამედ ადამიანის დამოკიდებულებაა დაავადების მიმართ. როდესაც იგებ შენს აივ პოზიტიურ სტატუსს. გიწევს ყოველდღიურად გაუმკლავდე საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს. თითქოს სამარცხვინო იყოს შენი მდგომარეობა. სხვების აზრით აივ ინფექცია/შიდსი დაკავშირებულია: ნარკოტიკებთან, სექსთან, ჰომოსექსუალობასთან. ამ სტერეოიპების ფონზე ხდება აივ დადებითი ადამიანების სტიგმატიზება. დღეს ვერც ერთი აივ დადებითი ადამიანი საქართველოში ვერ ბედავს ღიად ისაუბროს თავის მდგომარეობაზე. დღეს ჩვენი საზოგადოება მისივე სტერეოტიპების ტყვეა.  რის გამოც ყოელდღიურად ათასობით ადამიანს უწევს დაუმალოს  ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ნათესავებს მისი მდგომარეობა, მისი ტკივილი და სიხარული. შენ ხდები დეპრესიული, საკუთარ თავში ჩაკეტილი, შრომის უუნარო, მუდმივად გაქვს სირცხვილის განცდა და არასრულფასოვნების კომპლექსი. უარს ამბობ მკურნალობაზე, რითიც აახლოვებ სიკვდილს.  სასირცხვილო არა დაავადება, არამედ ადამიანთა დამოკიდებულებაა დაავადებულთა მიმართ.

აივ ინფექცია/შიდსი არ არის განაჩენი, განაჩენი არის სტიგმა აივ დადებითი ადამიანების მიმართ. ხვალ 1 დეკემბერია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მედია კლავ გამოფენს ახალ სტატისტიკას. ვისაუბრებთ რიცხვებზე, რიცხვებზე და ისევ რიცხვებზე. ხვალ 1 დეკემბერია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ვერც ერთი ადამიანი საქართველოში ღიად ვერ იტყვის რომ ის აივ დადებითია! ხვალ 1 დეკემბერია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და შენი სტერეოტიპების გამო ათასობით ადამიანი მზად არის მოკვდეს!

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

1 Comment

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

#ხმაური_გამარჯვებისთვის
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო პრიზი ოქროს პრომეთე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცა #TIFF
#nosferatu #movie #TIFF #tbilisiinternationalfilmfestival
ყველაზე არტია
სიღნაღი 🍂🍁
20 ნოემბერი ტრანსგენდერთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს ტრანსფობიურ ნიადაგზე გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ.

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 3,088 other subscribers