რა არ ვიცით შიდსზე? აივ-ინფექცია საქართველოში: მითები და რეალობა


შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით 1 დეკემბერს საქართველოს მომავლის აკადემია ატარებს საჯარო დისკუსიას თემაზე:

“რა არ ვიცით შიდსზე? აივ-ინფექცია საქართველოში: მითები და რეალობა”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე. ის მიზნად აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს და ახდენს შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიო მასშტაბით.

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად. საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. მართალია ჩვენს ქვეყანაში დაბალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მაგრამ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება ახალი შემთხვევების მაჩვენებელი. საქართველოს მოსახლეობა მწირ და ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას ფლობს აივ-ინფექცია/შიდსის შესახებ. ხსენებული დისკუსიის მიზანია მიიპყროს საზოგადოების ყურადღება ამ მნიშნელოვან საკითხისადმი

დისკუსია ოთხი ნაწილისგან შედგება:

  1. პირველ ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მსმენელს გააცნობს შიდსის ისტორიას, აივ/შიდსის სტატისტიკას საქართველოში;
  2. მეორე ნაწილში მსმენელი გაიგებს შიდსის გადაცემის გზების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის შესახებ – დისკუსიის ამ ნაწილს ჩაატარებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი მაია ცინცაძე;
  3. მესამე ნაწილში განიხილება საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ და აივ-თან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია – სიტყვით გამოვა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” იურისტი მარი ჩოხელი;
  4. ხოლო მეოთხე ნაწილში საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი გოჩა გაბოძე მსმენელს მოუყვება სტიგმასთან ბრძოლის გზებზე.

ჩემი მოხსენება აგებული იქნება პრაქტიკულ მაგალითებზე. ვისაუბრებ თუ რა გზას გადიან აივ-დადებითი ადამიანები დიაგნოზის გაგებიდან მის მიღებამდე. რატომ მალავენ საკუთარ დაავადებას და რატომ ითვლება აივ დადებითი ადამიანები საქართველოში საზოგადოების განყენებულ წევრებად.  რამდენად ეფექტურია ის კამპანიები რომლებიც მოსახლეობაში აივ ინფექცია-შიდსზე  ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დისკუსია გაიმართება 1 დეკემბერს, 18:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი #31, ვარდების რევოლუციის მოედანი, ველოსიპედის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

#საოჯახოჯობია

ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება  დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და ხო საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით. 
ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.  შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით  მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როგორ ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ. 
ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებს დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში. 
საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელია იზოლირება გამორჩეული ადამიანების. 
#community4all
Instagram
@andthenwedanced  პრემიერა კინოთეატრ ამირანში
და ჩვენ ვიცეკვეთ 🏳️‍🌈❤️🇬🇪
@borisbrejcha  in Tbilisi at @summersetfestival
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი