wordpress.com საქართველოს მთავრობას ბლოგ პლატფორმაზე შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებს


ქართველ ბლოგერთა ნაწილს wordpress.com ზე განთავსებულ ბლოგებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. აღნიშნულ ფაქტს ისინი ამ პლატფორმაზე განთავსებულ isis ქართულენოვან ბლოგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირებენ, რასაც ისლამური სახელმწიფოს საიტის დაბლოკვასთან ერთად სხვა ქართულენოვანი ბლოგების დაბლოკვაც მოყვა.

მიკრობლოგ ტვიტერზე ქართველი ბლოგერის მიერ განთავსებულ ტვიტს გამოეხმაურა wordpress.com ის ადმინისტრაცია მათ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ საქართველოს მთავრობას ელექტრონული ფოსტის საშუალებით აღნიშნული ფაქტის გარშემო დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.

ვორდპრესის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავრობისაგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

#საოჯახოჯობია

ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება  დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და ხო საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით. 
ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.  შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით  მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როგორ ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ. 
ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებს დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში. 
საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელია იზოლირება გამორჩეული ადამიანების. 
#community4all
Instagram
@andthenwedanced  პრემიერა კინოთეატრ ამირანში
და ჩვენ ვიცეკვეთ 🏳️‍🌈❤️🇬🇪
@borisbrejcha  in Tbilisi at @summersetfestival
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი