იუსტიციის სახლთან ლგბტ აქტივისტებმა ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე აღნიშნეს


ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღის აქციაზე 10 ნოემბერს იუსტიციის სახლთან ოცამდე ლგბტ აქტივისტი შეიკრიბა.  აქციას მცირედი ექსცესები ახლდა, იუსტიციის სახლის დაცვის თანამშრომლები შეკრებილ აქტივისტებს არ აძლევდნენ დროშების გაშლისა და სანთლების დანთების საშუალებას.  აქტივისტები ერთი წლის წინ მოკლული ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბი ბერიანის ხსოვნას, წაიკითხეს მიმართვები სახელმწიფოსა და საზოგადოების მისამართით. აქციის ბოლოს იუსტიციის სახლის ხიდიდან მანათობელი ფრანები გაუშვეს.

 

ერთი წლის წინ 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ემსხვერპლა.  მის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს ლევან კოჭლამაზიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა , სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით.  7 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განზრახ მკვლელობის ნაწილში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი უდანაშაულოდ ცნო.

 

დღეს 2015 წლის10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ორგანიზაცია “ლგბტ საქართველომ” “ქალთა ფონდი საქართველოშის” მხარდაჭერით ეს დღე იუსტიციის სახლთან სიმბოლურად აღნიშნა. საბის მეგობრებმა და აქტივისტება პატივი მიაგეს მის ხსოვნას და საზოგადოებას ტოლერანტობისაკენ, იუსტიციის სამინისტროს კი ტრანსგენდერთა სქესის სამართლებრივი აღიარების გამარტივებისაკენ მოუწოდეს. აქტივობას “ლგბტქი ასოციაცია-თემიდაც” შეუერთდა. #10ნოემბერი Women’s Fund in Georgia

Posted by თემიდა/Temida on Tuesday, November 10, 2015

 

მსოფლიოში მხოლოდ 2014 წელს 226 ტრანსგენდერია მოკლული.

 

აქცია ა/ო ”ლგბტ საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა, ”ქალთა ფონდ საქართველოსა” და ლბტ ქალთა ასოციაცია “თემიდას” მხარდაჭერით.  ის 10 ნოემბრის როგორც საქართველოში ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ეს დღე საქართველოში პირველად აღინიშნა.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

ვითარდება #streetart  ი 🙊
ვირტუოზი მუსიკოსები🎻
სოციალური საწარმოების გამოფენა @fabrika_tbilisi ში #იყიდე_სოციალური_საწარმოსგან #buysocial
ვცქმუტავ 🙈
უხდება თბილისს #streetart
@sevdaliza_  ს საოცარი შოუ @tbilisi_open_air ზე

ბაბალე

ბაბალე

ლგბტ საქართვრლო

ლგბტ საქართვრლო

ბლოგის გამოწერა

გამოიწერეთ ბლოგი ელ ფოსტაზე.

Join 1 other subscriber