GIFFONI – საერთაშორისო კინოფესტივალი ბავშვებისათვის


GIFFONI საერთაშორისო ფესტივალია, სადაც მთავარი გმირები ბავშები არიან 13 დან 18 წლამდე. ფესტივალი პირველად იტალიაში 45 წლის წინ დაარსდა და წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წელს მისი ქართული ანალოგი GOFFONI GEORGIA 16-19 ოქტომბრის ჩათვლით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა. 500 მდე ბავშვი საქართველოს რეგიონიდან სხვადასხვა ვორქშოფებსა და სემინარებს ფილმის ჩვენებებსა და საპატიო სტუმრებთან შეხვედრებს დიდი ჟრიამულითა და გულწრფელი ბავშვური შემართებით ესწრებოდა. აქ ფილმების მთავარი შემფასებლები ბავშები არიან, ყოველგვარი კინოკრიტიკოსებისა და სხვა ფესტივალებისთვის დამახასიათებელი ჟიურის საპატიო წევრების გარეშე. ისინი დამოუკიდებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებთან ერთად ავლენდნენ ფესტივალის მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულებს.

ფესტივალს სამი დღის განმავლობაში მეც დავესწარი. ბავშვური სილაღე, მონდომება, კრეატიული და კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა, ეს გიფფონელების მთავარი დამახასიათებელი თვისებები იყო. ღიად ყოველგვარი კლიშეებისა და კომპლექსების გარეშე აფასებდნენ თითოეულ დეტალს და არც შენიშვნების გამოთქმისგან იკავებდნენ თავს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებისას. მაღალმთიანი სვანეთიდან, პანკისის ხეობიდან, მარნეულიდან თუ ნებისმიერი სხვა საქართველოს კუთხიდან ჩამოსული ბავშვი შესამჩნევლად ღია და თავისუფალი იყო შეფასებებისას ვიდრე ჩემი ან თუნდაც მათი მშობლების თაობაა. იმედები მომეცა მომავალი თაობის. მთავარია განვითარების შანსები დავუტოვოთ მათ და მსგავსი სივრცეები შევთავაზოთ ერთმანეთთან კომუნიკაციის, იდეების გაცვლის და უბრალოდ ბედნიერების გაზიარებისათვის.

ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძესთან შეხვედრამ მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. ფილმ “მანდარინები” ს წარმატების თითოეული დეტალი განვიხილეთ. ოსკარები, ოქროს გლობუსი, მიშა მესხის ძილის სიყვარულისა და სამსახიობო ოსტატობის ჩათვლით. ბატონ ზაზას პირველად შევხვდი, ორი რამ მაინტერესებდა. პირველი, – თუ რამ მოახდინა მასზე კინოს სამყაროში ყველაზე დიდი შთაბედილება. როგორც წესი მსგავსი კითხვისას რეჟისორები კეკლუცობას იწყებენ: ფელინი, ტარკოვსკი, ვისკონტი, ჩამოთვლიან მთელ პლიადას დიდი რეჟისორებისას. კინო ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ბავშვობის ასაკში ტოვებს, “დიდი რეჟისორებს” კი იშვიათად გამოსდით ბავშვებზე ამგვარი შთაბეჭდილების მოხდენა. ზაზა ურუშაძის პასუხი კინოს სამყაროში ჩემს მთავარ შთაბეჭდილებასაც დაემთხვა, ეს ბილი უაილდერის ფილმი “ზოგიერთს ეს ცხელი უყვარს” გახლდათ, რომელსაც საბჭოთა კავშირში თარგმნიდნენ როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”. მეორე, – რამდენად თავისუფალი უნდა იყოს ფილმები ნაციონალური გრძნობებისგან და შეუძლიათ თუ არა რეჟისორებს ფილმების მეშვეობით ზეგავლენა იქონიონ “მასებზე” ნაციონალურ გრძნობებზე სპეკულირებით. პასუხმა ამ შემთხვევაშიც დამაკმაყოფილა. “კინო ყოველგვარი ნაციონალური გრძნობების მიღმა უნდა აკეთო, საკმაოდ რთულია მაგრამ სხვაგვარად ვერ შეძლებ ყველასათვის მისაღები გახდეს შენი ფილმი. მანდარინების შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო თუმცა მგონი გამოგვივიდა.” რომ გამოვიდა ფაქტია, აუდიტორიაში მსხდომმა ქისტებმაც აღნიშნეს რომ მათთან ფილმი მოეწონათ.

GIFFONI ხელი ხელს

GOFFONI GEORGIA

ფესტივალის ატმოსფერომ მომხიბლა, გადავწყვიტე ერთი დღე იგივე შთაბეჭდილებები “ხელი ხელს” საოჯახო ტიპის საცხოვრისში მცხოვრები თინეიჯერებისთვისაც გამეზიარებინა. ფესტივალის დახურვის დღეს მათთან ერთად მივედი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ჯერ Giffoni ს ბანერებთან ვიპოზიორეთ, შემდეგ მოსწაველე ახალგაზრდობის სასახლე დავათვალიერეთ. ეზოში ნანა ჯანელიძეს შევხვდით და ფოტოები გადავიღეთ. მისი ფილმის “ნეტავ იქ თეატრი არის” ჩვენებას დავესწარით, რომელიც კახი კავსაძის ოჯახის ისტორიის შესახებაა და ამ ოჯახის მაგალითზე საბჭოთა ტერორის ისტორიაა მოთხრობილი. ფილმი ამ დრომდე არ მქონდა ნანახი. უზომოდ შთამბეჭდავია, რეჟისორული ოსტატობის ალბათ მწვერვალები უნდა დაიპყრო, რომ თუნდაც ბატონი კახი კავსაძის მსგავსი გამოცდილი ერთი მსახიობის მოსმენა და ყურება ერთი საათის განმავლობაში აუდიტორიას არ მოსწყინდეს და თუ აუდიტორია შედგება ბავშვებისგან რომლებსაც საბჭოთა კავშირის შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოებიდან სმენიათ და მათთვის ეს სახელმწიფო იგივეა რაც ოტომანთა იმპერია ან სულაც ალექსანდრე მაკედონელის იმპერია. მათზე მოახდინო იმგვარი შთაბეჭდილება, რომ ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზი ოვაციებისაგან ქუხდეს, ალბათ ყველაზე დიდი წარმატებაა რაც ამ ფილმს ხვდა ოდესმე წილად. პირადად მე რამდენიმე სცენამ ცრემლებამდე მიმიყვანა. ხოლო ადგილი ფილმიდან სადაც ბატონი კახი ცეკვავს მაგიდაზე, რომელსაც გადაფარებული აქვს ტილო საბჭოთა კავშირის რუქის სილუეტით, ფილმში პროტესტის გამოხატულების ფორმის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად მიმაჩნია.

ნანა ჯანელიძე

წარმატებები მინდა ვუსურვო Giffoni ს განვითარება და მრავალი წლის განმავლობაში მსგავსი სიხარულის გაზიარება ბავშვებისათვის.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

კონკა
ორბელიანის მოედანი, თბილისი.
#tbilisi #Georgia #travelingeorgia
#sunset #kakheti #georgia
#sunset #lopota #kakheti #georgia
📚ბუკინისტებთან 1956 წელს გამოცემულ უოტ უიტმენის თარგმანებს წავაწყდი.  მთარგმნელი ლანა ღოღობერიძე.
მომაკითხა 😍

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი