თბილისობა ეზოში


ძველი თბილისის ეზო სოლოლაკში, 70-80 იანი წლების რეტრო მუსიკა, მაყალზე აშიშხინებული მწვადის სურნელი, მოხალული წაბლი, გრილზე შემწვარი სიმინდი, გოგრა და ტკბილი ფელამუში. სტუმრების გასამასპინძლებლად გამზადებული ნუგბარი ეზოს შესასვლელში. ორგანიზაცია ხელი ხელს გურჯაანის შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრებელში დამზადებული ჩურჩხელები. ეს ქიქოძის 16 ნომერში მდებარე რესტორან ეზოს თბილისური თბილისობის საღამო იყო.

სწორედ ისეთი როგორიც თბილისური ეზო და თბილისური სტუმართმასპინძლობა გვსმენია და ფილმებში გვინახავს. ჯადოსნური, მომნუსხველი თავისი გემოებითა და სურნელებით. აქ მთავარია ერთხელ მოხვდე, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. თბილისურ ეზოში, რესტორანი ეზო ერთი თვის წინ გაიხსნა. მიუხედავად მცირე დროისა მათ უკვე საკუთარი სტუმართმასპინძლობით გაითქვეს სახელი. ეზო იდეალური ადგილია როგორც ტურისტებისთის თბილისური კოლორიტის გასაცნობად, ასევე მათთვის ვისაც ოჯახურ გარემოში საუცხოოდ მომზადებული ქართული სამზარეულოს დაგემოვნება სურს. აქ ყველას ადგილია: ბაბუების, ბებიების, თინეიჯერების, განსაკუთრებით კი ბავშვებს უყვართ აქაურობა. მათთვის სამთვალა ველოსიპედებია განკუთნილი ეზოში, სათამაშოები და სპეციალური კუთხე. საოცარი გემოვნებით მოწყობილი ინტერიერი და ჯადოსნური ფლეილისტი, სიმღერები რომლებიც დროსა და სივრცეში გვამოგზაურებენ.

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

გურჯაანში დიდი მზადება იყო. თათარაობა გვქონდა, ჩურჩხელები ამოვავლეთ, გავამზადეთ დიდი სიყვარულით სხვების დასახმარებლად. სხვების რომლებსაც მალე ექნებათ მათსავით მყუდრო ოჯახურ გარემოში ცხოვრების საშუალება. რასაც დიდ საბჭოთა სტანდარტების მქონე პანსიონებსა და ინტერნატებში მოკლებულები არიან ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობით. ოჯახურ გარემოში საოჯახო ნივთებიც საჭიროა, გურჯაანელებმა თბილისელი ახალმოსახლეებისთვის სამახსოვრო საჩუქრისათვის ფულის შესაგროვებლად ჩურჩხელების გამოფენა გაყიდვა გადაწყვიტეს. ეზომ დიდი სიხარულით გვიმასპინძლა. უკლებლივ ყველა ჩურჩხელამ თავისი მყიდველი პოვა. რითიც საკუთარი მცირედი სამოქალაქო წვლილიც შეიტანეს ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნების პროცესში.

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

თბილისობას ეზოში დიდი სალამ ქალამი იყო. ყველა ბედნიერი ერთმანეთის ნახვით და ერთად ყოფნით, ახალი ნაცნობებით და მომნუსხველი გარემოთი. ბევრი სტუმარი, კეთილი მასპინძლები და საზოგადოება ყველასათვის. ეზოს თითოეულ დეტალში დიდი სიყვარული და მასპინძლების გემოვნება იგრძნობოდა. თბილისობის გასატარებლად ალბათ ყველაზე კოლორიტული ადგილი შევარჩიეთ.

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

ფოტო © Tamar Jibuti Photography

ფოტო ©
Tamar Jibuti Photography

ბოლოს რიყეზეც გავისეირნეთ და ბევრისთვის უცნობი ბათუმური ბენდის ASEA SOOL ის კონცერტს დავესწარით. დაუვიწყარი დღე იყო, ნეტავ კიდევ განმეორდეს.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Linked In

Instagram

Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი