ხელი ხელს ჩურჩხელების გამოფენა გაყიდვაზე გეპატიჟებათ


საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელი ხელს და რესტორანი ეზო თბილისობას ჩურჩხელების გამოფენა გაყიდვაზე გეპატიჟებით. ჩურჩხელები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისში გასულ კვირას დავამზადეთ. ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ პირები რესტორან ეზოში თავიანთ მომზადებულ ჩურჩხელებს გაყიდიან. შემოსული თანხით ისინი ახალი საცხოვრებლის მცხოვრებლებს საჭირო ნივთების შეძენაში დაეხმარებიან.

თამარას ჩურჩხელები

თათარობა გურჯაანში

ხელი ხელს მომდევნო კვირას თბილისში რიგით მეხუთე სახლს გახსნის ახალი მაცხოვრებლებისთის. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ამ დრომდე დიდ ინსტიტუციებში ცხოვრობენ ოჯახურ მყუდრო გარემოს სთავაზობს. სადაც ასისტენტების დახმარებით ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადებიან. ხელი ხელს სახლები ქართული სტანდარტული ოჯახის დაგეგმარების პრინციპზეა აგებული. აქ 3 დან 5 ადამიანამდე მაცხოვრებელი ცხოვრობს ერთ სახლში. ინდივიდზე, მის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გარემო ეს ჩვენი სახლების მთავარი ღირებულებებია. თუ თქვენც გსურთ მიიღოთ მონაწილეობა დეინსტიტუციონალიზების პროცესში, დადოთ თითო აგური უკეთესი საზოგადოების მშენებლობისთვის, შემოგვიერთდით, მივცეთ ერთმანეთს ხელი ხელს და დავაბრუნოთ ადამიანები საზოგადოებაში ღირსეულ, თანაბარუფლებიან და თანასწორ წევრებად.

გელით 18 ოქტომბერს 15:00 დან რესტორანში ეზო გერონტი ქიქოძის 16 ნომერში.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

gabo_ge

პიარის გურუ ✔ სოციალური მედიის მამა ✔ მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

მსგავსი პოსტები

კომენტარი:

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

ქვიარ და შიდსის აქტივისტი

სოციალური მედია

Twitter


FBpage

Instagram

Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram
Instagram

ასოციაცია ბროწეული

ასოციაცია ბროწეული

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

Subscribe to Blog via Email

Enter your email address to subscribe to this blog and receive notifications of new posts by email.

Join 1 other subscriber

არქივი