სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ


რა ხდება მაშინ როცა პასუხი დადებითია? როგორია აივ დადებითი ადამიანების ყოველდღიურობა? რა იცვლება? რა ტიპის მედიკამენტებით ხდება აივ/შიდსის მართვა და რა გავლენას ახდენს ის მათი ცხოვრების ხარისხზე? არასამთავრობო ორგანიზაციები “თანასწორობის მოძრაობა” და “ასოციაცია ბროწეული” გიწვევთ შეხვედრების ციკლზე: სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ მომხსენებელი: მაკა გოგია – ექიმი – “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” პროექტების დირექტორი. 10 ოქტომბერი 19:00

სათემო ორგანიზაცია ბროწეული-შუადღე მესამეზე


ბროწეული ახლადდაფუძნებული სათემო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს აივ/შიდსის მქონე პირებს, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს მათ ოჯახის წევრებსა და პროფესიონალებს. ორგანიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ შუადღე მესამეზე ასოციაციის დამფუძნებელ გოჩა გაბოძესთან საუბრობს. გაიგეთ რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში აივ დადებითი პირები, როგორ დავიცვათ თავი აივ/შიდსისგან და რა ღონისძიებებია საჭირო დიაგნოზის ადრეული გამოვლენისთვის.

საოჯახო ჯობია


ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ჰქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც

გოჩა გაბოძე: ტრანსგენდერი ადამიანები ჯანმრთელობის მრავალი გამოწვევის წინაშე დგებიან


„იმის გამო, რომ სისტემა მათ საჭიროებებს სათანადოდ ვერ ხედავს, ეს ადამიანები ჯანმრთელობის მრავალი გამოწვევის წინაშე დგებიან და იმ პროგრამებშიც კი, რომელიც მეტნაკლებად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვერ ახერხებენ სათანადო ჩართულობას”, – ამბობს ლგბტ აქტივისტი გოჩა გაბოძე. გამოქვეყნდა : რადიო თავისუფლებაზე

რა უნდა ვიცოდეთ აივ/შიდსით ინფიცირების პრევენციისთვის


იმედის დილა საქართველოში აივ ინფექცია შიდსის სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. სტატისტიკა მზარდია. გადაცემის სტუმრები ასოციაცია ბროწეულის ხელმძღვანელი გოჩა გაბოძე და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი ნინო ბადრიძე იყვნენ.

ასოციაცია ბროწეულის ორგანიზებით შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე აღინიშნა


ასოციაცია ბროწეულის ორგანიზებით შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე აღინიშნა. შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღის აღნიშვნა მიმართულია აივ/შიდსთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მიმღებლობის გაზრდაზე, რაც მსოფლიოში მცხოვრები 36.7 მილიონი აივ დადებითი ადამიანის პირობებში მოქმედებს, როგორც გლობალური სოლიდარობის და სტიგმა/დისკრიმინაციის დაძლევის მნიშვნელოვანი ინტერვენცია. საქართველოში 2018 წლის 14 მაისის მონაცემებით აივ-ით ინფიცირების 7012 შემთხვევაა ოფიციალურად რეგისტრირებული, მათგან შიდსი

შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღე 20 მაისს ასოციაცია ბროწეულის ორგანიზებით აღინიშნება


ასოციაცია „ბროწეული“, რომელიც აივ დადებით ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, რისკ ჯგუფის და პროფესიული წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს, წელს პირველად შეუერთდა, აივ-შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყველაზე დიდ კამპანიას-შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღეს გზავნილით-„გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ ჩვენს მომავალს“. რადიო იმედის გადაცემის სტუმარი-ასოციაციის ხელმძღვანელი – გოჩა გაბოძე. წამყვანი ნინო მეუნარგია

როგორ შევცვალოთ სერგიას და სხვების ცხოვრება


სერგია ინტერნეტის ვარსკვლავია, ქოუბების ვარსკვლავი, ქუთაისის კოლორიტი, კეთილი და უწყინარი ადამიანი დიდი სევდით. ისტორიით რომელიც ბევრ სხვა ადამიანსაც გადახდა, მათი ისტორიებით იშვიათად ინტერესდება საზოგადოება, კიდევ უფრო იშვიათად სახელმწიფო და ეკლესია, რომელთა ამბები ერთმანეთის მსგავსია. ფაბულა თითქმის ყველა ისტორიაში ერთი და იგივე: მშობლები გარდაიცვალნენ, ახლო ნათესავებმა მათზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, მიატოვეს, მათი ქონება მიისაკუთრეს, დარჩნენ კეთილი

სიცოცხლე აივ/შიდსის შემდეგ – დიაგნოზი აივ დადებითი


ყოველთვის მიჭირდა  ერთი წვეთი სისხლის გაღება აივზე ტესტირებისთვის, არა იმდენად ჩხვლეტის შიშის  რამდენადაც პასუხის გაგების შიშის გამო, რომელიც სასიკვდილო განაჩენად მიმაჩნდა. სიბრალული კი ერთადერთი გრძნობა იყო რაც აქამდე ამ დიაგნოზის მატარებელი ადამიანების მიმართ მიჩნდებოდა. თითქოს ყველა წესს ვიცავდი, დაუცვლელი ურთიერთობები უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენდა. ერთხელ ტესტირებაც გავიკეთე. ტრენინგებიც გამივლია აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების თემაზე.

ცხოვრება დიაგნოზით აივ დადებითი

დიაგნოზი აივ დადებითი – სხვა ადამიანებისთგან 3 აბი წამლის მიღება განმასხვავებს


“მივხვდი რომ ნიღბით ცხოვრება არ იყო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება” – ამბობს 27 წლის კომუნიკაციის მენეჯერი გოჩა გაბოძე და საკუთარ სათქმელს პროექტ “თქვი” ს უზიარებს.   მისი აზრით, საზოგადოების ხიბლი ადამიანების მრავალფეროვნებაშია და ყველა ადამიანი ერთნაირად მნიშვნელოვანია. 23 წლის ასაკში დიაგნოზი აივ დადებითი დაუდგინდა. მას შემდეგ რთული პერიოდები გამოიარა, თუმცა ყველა პრობლემა გადალახა და ახლა სხვა ადამიანებს ეხმარება. მისი აზრით,

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე-დილის სამინისტრო-რადიო იმედი


რადიო იმედის გადაცემა “დილის სამინისტრო” 21 მარტის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ საუბარს დაეთმო. გადაცემის სტუმრები საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი მირანდა ძიძიგური, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი გოჩა გაბოძე, ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღი რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი, მსახიობები სესილია ღვინჯილია და ლევან გოცაძე იყვნენ.  

გიგო შიუკაშვილმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი ფონდი “გიგოს ფონდი” შექმნა


გიგო შიუკაშვილმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი ფონდი – “გიგოს ფონდი” შექმნა. ფონდის მიზანი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობაა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. შეიტანე შენი წვლილი, შეიძინე წინდები, შემოუერთდი კამპანიას #წინდამინდა . წინდების შეძენა შესაძლებელია სოციალურ საწარმო ბაბალეში, სუპერმარკეტების ქსელ ნიკორასა და ეკონომმიქსში. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია “გიგოს

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენა: “47=46” გაიმართება


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებისა და ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღის“ ერთობლივ წარმოდგენას : “47=46”  წარმოდგენა გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, დიდ დარბაზში მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 99 შემოქმედებითი ჯგუფი:  დამდგმელი

ავტორის შესახებ

გოჩა გაბოძე

გოჩა გაბოძე

პიარის მამა, სოციალური მედიის გურუ , მოწყვლადი ჯგუფების მამაგაბრიელი 3:)

Twitter


FBpage

Instagram

#საოჯახოჯობია

ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება  დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი. თითქოს ადამიანს სხვა საჭიროება არ შეიძლება ქონდეს. არჩევანის უფლება ამგვარ დაწესებულებებში წართმეული აქვთ. იმასაც ვერ ირჩევენ რა ჭამონ, სად წავიდნენ სასეირნოდ და როგორ გახარჯონ კუთვნილი მიზერული პენსია. აქ მუდმივად სხვა იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას, იმაზეც კი თუ რა ჩაიცვა, თმა როგორ შეიჭრა და რა ფერის მანიკური წაისვა. ეს მათი ყოველდღიურობა იყო.

ადამიანებს მსგავსი გამოცდილებით შუაგულ საზოგადოებაში, ჩვენს მეზობლად თავისუფლებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ასწავლიან. გზაზე გადასვლით, მეტროს ესკალატორზე გულიანად შებიჯებით, სახლის დალაგების და ხო საჭმელის დამოუკიდებლად მომზადების სწავლებით. 
ასე ხელიხელჩაკიდებულებს ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია.  შემაწუხებელიც, ფულებს რომ გვიკუჭავდნენ საბრალო მზერით  მოვიშვიშე ქალები. სასიამოვნოც, როგორ ღირსეულად, პატივისცემით და სიხარულით გვხვდებოდნენ. 
ოჯახი და ოჯახური გარემო ის ერთადერთი სივრცეა სადაც ადამიანი ბედნიერია, მისი ინტერესები და შესაძლებლობები რეალიზებული. აკეთებს დამოუკიდებელ არჩევანს და თავად ზრუნავს საკუთარი სურვილების რეალიზებაში. 
საზოგადოება ყველასათვისაა, დაუშვებელია იზოლირება გამორჩეული ადამიანების. 
#community4all
Instagram
@andthenwedanced  პრემიერა კინოთეატრ ამირანში
და ჩვენ ვიცეკვეთ 🏳️‍🌈❤️🇬🇪
@borisbrejcha  in Tbilisi at @summersetfestival
Instagram

ბაბალე

ბაბალე

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა

არქივი